სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

AutoSharing Option
26 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით განსაზღვრულ თემებზე იმსჯელეს.

დღევანდელ სხდომაზე სფფ-ის რიგით XXVIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი დამტკიცდა. შეგახსენებთ, რომ წლის შემაჯამებელი ყრილობა 18 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო "ჰუალინგში" გაიმართება.

ზემოაღნიშნულ საკითხთან ერთად კომიტეტის წევრებმა სფფ-ის წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელეს, კერძოდ, სფფ-ის მუდმივმოქმედი კომიტეტების დაკომპლექტება განიხილეს და საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის დებულება დაამტკიცეს.

აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ში გამართული შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა შეაჯამა:

"პროდუქტიული აღმასკომის სხდომა ჩატარდა.
დავამტკიცეთ რიგით XXVIII ყრილობის საპროცედურო რეგლამენტი, რომელიც 18 ივლისს გაიმართება. ასევე დავამტკიცეთ სკოლების კატეგორიზაციის გეგმა, რომელიც უკვე 2018 წლიდან ამოქმედდება", - აღნიშნა დავით მუჯირმა.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული