პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბაიერნი მე-11 წუთზე, მარინ პუდიჩმა დააწინაურა. მეორე ნახევარში, ბაიერნის კარი შოთა შეყილაძემ აიღო. ლოკოს ფორვარდმა 52-ე წუთზე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
"ჩვენი ახალგაზრდული გუნდით სეზონის პირველი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. თბილისელებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს, განსაკუთრებით ფიზიკურად". განაცხადა მატჩის შემდეგ სებასტიან ჰიონესმა, ბაიერნის 19 წლამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.
მომზადებულია Fcloco.ge-ის მიხედვით