sports.kz: "ტობოლმა" "სამტრედიის" ბარიერი უპრობლემოდ უნდა გადალახოს

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს "სამტრედიასა" და "ტობოლს" შორის სტატია მიუძღვნა ყაზახურმა sports.kz-მ.

ავტორმა მკითხველს ქალაქ სამტრედიის და საფეხბურთო კლუბის შესახებ მოუთხრო, მოუყვა მისი წარსული და ის, თუ როგორ მდგომარეობაშია ამჟამად გუნდი - ფაქტებით და ობიექტურად და დასასრულს დასძინა:

"ეს საკვალიფიკაციო ეტაპი "ტობოლმა" რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრობლემების გარეშე უნდა გადალახოს. დღევანდელი "სამტრედია" შეუთამაშებელია და ახლა უნდა ჩამოყალიბდეს ერთიან კოლექტივად. თუმცა, იმის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რომ ტექნიკურ ქართველებს ცალი ფეხით მოვუგებთ. ევროტურნირებზე სუსტი გუნდები არ არიან. ყოველი
მატჩისთვის სერიოზულად განწყობაა საჭირო".

altგია ცეცაძე: წაგებას არ ვაპირებთ. ისე, გერმანიაც არ ფიქრობდა თუ კორეასთან დამარცხდებოდა

alt"ტობოლი" "სამტრედიის" სიურპრიზებს უფრთხის


მკითხველის კომენტარები / 6 /
გვესიამოვნება თუ არა, ქართული კლუბები ყველაზე ძლიერები იყვნენ სააკაშვილის დროს. პირველ რიგში ფინანსურადა. მაშინ უგებდა დილა ანორთოსის, დილა ოლბორგს და რეებსაკეთებდნენ, ყოველ წელს ველოდით ლიგაში ან ევროპის ლიგაზე თამაშს. ეხლა მე პირადად სიხარულით არც ვხვდები, წინასწარ ცნობილია რომ ქართულ კლუბებს მიწასთან გაასწორებენ. შევეცადოთ მეტი გოლები მაინც გავიტანოთ.
8
რა სირცხვილია ამათ რო ვაბლატავებთ.
ელემენტარული კულტურა არ გამოუჩენიათ არაადროს ''მეგობრებს". ჟურნალისტები ასე რომ ფიქრობენ და წერენ, წარმომიდგენია ერთი გულშემატკივარი რას გააკეთებს. არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა ჯერსერთი. რომც იყოს ასე, ასე აგდებული არ უნდა წერდე მეტოქეზე. ყველა ქართველს იგდებს მასხრად. სულ ასე გვგდებენ წერილებით მასხრად აზერები და ყაზახები
ოე, სოფელო)))
09:34 10-07-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული