გია ცეცაძე: ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული

AutoSharing Option
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ყაზახეთის "ტობოლთან" მარცხის შემდეგ კომენტარი "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გააკეთა.

"ამ წაგების მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ 4 დღის შეკრებილი გუნდი გვყავს და პლუს, ძალაში გვაჯობეს. ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული.

"ტობოლს" ჩემი ქება ნამდვილად არ სჭირდება და ძალიან კარგი გუნდია. რომ არ წაგვეგო, კარგი იქნებოდა, მაგრამ რეალობა ესაა.

ეროვნული ნაკრების მოთამაშეები ჰყავთ და ეგენი რომ არ ჰყოლოდათ, ჩვენთვის თამაში უფრო ადვილი იქნებოდა.

გასვლის შანსები? არ ვიცი, ჩავალთ და ვითამაშებთ. უბრალოდ, უფრო
მეტი დრო არის მომდევნო მატჩამდე დარჩენილი. ბიჭები დასვენებასაც მოასწრებენ და ალბათ, ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ.

როგორც პირველი ტაიმი ვითამაშეთ, ისე რომ შეგვეძლოს "ტობოლის" დონის გუნდებთან ორი ტაიმის თამაში, გასვლის შანსებზე მართლა ვილაპარაკებდი", - აღნიშნა ცეცაძემ.

alt"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

alt"ტობოლის" მწვრთნელი: ასეთ დაძაბულ მატჩს არ ველოდით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაი თქვენს პატრონს რა ყველა თქვენ გჯობნით ! ან საკუთარ თავს ეცით პატივი ივარჯიშეთ მეტი
ფიფა
10:24 11-07-2018
1
არ ვაპირებდი შემოსვლას,მაგრამ...გუჯა კახაძეს მიმართეთ,ერთ კვირაში რაღაც შედეგებს სისწრაფეში,საგძნობ შედეგებსაც კი და გამძლეობაში, აუცილებლად მოგცემთ.
სოსო
13:46 11-07-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული