აზამატ აიტხოჟინი: სამტრედიელები ძალიან ტექნიკურები არიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ

AutoSharing Option
ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აზამატ აიტხოჟინმა "სამტრედიისა" და "ტობოლის" შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მინდა, მთელ ყაზახეთს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მივულოცო. ვფიქრობ, ეს მატჩი და მისი ჩვენ სასარგებლოდ დასრულება ყაზახურ კლუბებს ევროსარბიელზე დამატებით მოტივაციას მისცემს.

ქართულ კლუბთან რთული შეხვედრა საბოლოოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დარწმუნებული ვარ, კოსტანაში უფრო კარგად ვითამაშებთ და ამაში ჩვენს ფეხბურთელებს გულშემატკივრებიც დაეხმარებიან.

"სამტრედიელები" ძალიან ტექნიკურები არიან და თანამედროვე ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ", - აღნიშნა აიტხოჟინმა.

alt"სამტრედია" "ტობოლთან" კომპენსირებულ დროში დამარცხდა [VIDEO]

alt"ტობოლის"

მწვრთნელი: ასეთ დაძაბულ მატჩს არ ველოდით

altგია ცეცაძე: ჩვენი მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კულტურული და ტაქტიანი კომენტარია.
ჰაჰა
10:49 11-07-2018
0

სიახლეები პოპულარული