“იუვენტუსის" საწვრთნელი ბანაკი საქართველოში. Juventus Camp in Georgia/ - აი ამასაც მოვესწარი, ესეც დავიწყეთ და მივიყვანეთ ბოლომდე. "იუვენტუსი" საქართველოში ოფიციალური ფან-კლუბის დაფუძნების შემდეგ, საკუთარ საწვრთნელ ბანაკს ხსნის ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის. 1978 წელს, როცა 8 წლის ვიყავი და თეთრ-შავი ზოლები ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო, ამის წარმოდგენა ფანტაზიის საზღვრებს სცდებოდა.
Fino Alla Fine და ახლა უკვე საქართველოში!
Sempre Forza JUVENTUS და ახლა
საქართველო, თბილისი, 2018 წლის 12-16 სექტემბერი.
ეს "იუვენტუსია" და "იუვენტუსი" ვართ ჩვენ!”, – წერს ჭკუასელი.
ტურინის "იუვენტუსის" სამწვრთნელო ბანაკის პრეზენტაცია ხვალ, 12 ივლისს 10 საათზე სასტუმრო "რივერსაიდში" გაიმართება.