კლუბის ხელმძღვანელობის გადადგმული ეს ნაბიჯი მისასალმებელია, რადგან გუნდი ადაპტაციას (მათ შორის კლიმატურს - სინოპტიკოსების ცნობით, თამაშის დღეს ტირასპოლში ტემპერატურა 27 გრადუსი იქნება და იწვიმებს) გაივლის და შეხვედრისთვის სათანადოდ მოემზადება.
გუნდმა დღეს უკვე ივარჯიშა და ფეხბურთელების განწყობა საბრძოლოა.
შეგახსენებთ, "ტორპედომ" მეტოქე სახლში 2:1 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი ტირასპოლის 13 460-იან სტადიონზე 18 ივლისს თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ჩემპიონს!