გია ცეცაძე: კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს "ტობოლთან" "სამტრედია" ხვალ ჩაატარებს. გუნდი ჩარტერული რეისით ჩავიდა კოსტანაიში და 8 432-იან სტადიონზე ივარჯიშა.

წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე მოკლედ ილაპარაკა გუნდის მწვრთნელმა გია ცეცაძემ:

"ჩვენ ფაქტიურად ახალი გუნდი გვყავს, 10 დღეა რაც შეიკრიბა. ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელია. დიდი ცვლილებებია. უფრო იძულებითი. მინიმუმ კარგ თამაშს ველოდებით და ვეცდებით, საჩვენოდ დავასრულოთ შეხვედრა".

რაც შეეხება "ტობოლს", 14 ივლისს ყაზახეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად "კაისარს" დაუზავდა და 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი "სამტრედიამ" თბილისში 0:1
წააგო, გოლი კი მსაჯის საფინალო სასტვენამდე 6 წამით ადრე გაუშვა.

ხვალ თამაში თბილისის  დროით 17:00 საათზე დაიწყება. იმასაც გეტყვით, რომ კოსტანაიში ამ წუთისთვის ტემპერატურა 26 გრადუსია.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული