ამ მატჩმა ქართული საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.
ქუთაისში 1:2 დამარცხების შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გორან საბლიჩმა თქვა, რომ არ ეგონა თუ წააგებდნენ, ეს მათი დაცვის შეცდომები იყო, ამას აღარ დაუშვებდნენ და ქართული გუნდისთვის ბურთის ფლობის უფლება არ უნდა მიეცათ. არც მისცეს.
დებიუტი ისეთი გამოდგა, დნესტრისპირელები უკეთეს რომ ვერ ინატრებდნენ - ტირასპოლური გუნდის ბომბარდირმა ბაბადინგამ ბურთი მიიღო, მას მარინმა ხელი ვერ შეუშალა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც მასპინძლები ფლობდნენ ინიციატივას, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. "ტორპედო" კი იერიშების ორგანიზებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.
მაინც მიეცა ჩვენს ჩემპიონს შანსი - 30-ე წუთზე კუტალიამ კენდიშის პარტნიორისთვის გადაცემული ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ იმავე კენდიშმა თითქოს მოცელა (ტელევიზიით ნაჩვენები რაკურსით ძნელი გასარჩევი იყო), მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. არადა, კუტალიამ დაახანა და ბურთის კარში დარტყმა მართებდა.
მე-40 წუთზე ბაბადინგამ ბურთი ზედ კარის წინ სრულიად უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ჯოალისონს უპასა და 2:0. მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბაბადინგამ და კამარამ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხეს ბურთის კარში გადაგზავნა.
მოკლედ, კლასში ჩვენი მოწინააღმდეგის უპირატესობა გამოიკვეთა და შესვენების შემდეგ ჯოალისონმა საჯარიმოდან მესამედ დალაშქრა კვასხვაძის კარი, რითაც ყველაფერი დასრულდა.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, "შერიფი" "ტორპედოზე" გაცილებით ძლიერი გუნდია და მისი გამარჯვება ლოგიკური გახლდათ.
კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა
ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა".
შერიფი - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55)
შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში (ანტონი 75), კაპიჩი (როდრიგესი 73), პალიჩი, ჯოალისონი (კოვეჩევიჩი 89), კამარე, ბადიბანგა
ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე (ტუღუში), გეგეჭკორი (დაფე 46), ქიმაძე, კუტალია (კაპანაძე 68)
და მეორე, ოთხი დღით ადრე იმიტომ ჩავიდნენ, რომ მაგარი საგულაო ადგილია ტირასპოლი, იაფი და თან ულამაზესი მდედრების ცვენაა! ხოდა კი მიხვდებით ახლა რაც იყო ამათი მისია!