"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა - ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისის "ტორპედო" ტირასპოლში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში "შერიფთან" 0:3 დამარცხდა, გათამაშებას გამოეთიშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება, სადაც ერთ კვირაში "ვიკინგურს" დაუპირისპირდება.

ამ მატჩმა ქართული საკლუბო ფეხბურთის სავალალო მდგომარეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

ქუთაისში 1:2 დამარცხების შემდეგ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა გორან საბლიჩმა თქვა, რომ არ ეგონა თუ წააგებდნენ, ეს მათი დაცვის შეცდომები იყო, ამას აღარ დაუშვებდნენ და ქართული გუნდისთვის ბურთის ფლობის უფლება არ უნდა მიეცათ. არც მისცეს.

დებიუტი ისეთი გამოდგა, დნესტრისპირელები უკეთეს რომ ვერ ინატრებდნენ - ტირასპოლური გუნდის ბომბარდირმა
ბაბადინგამ ბურთი მიიღო, მას მარინმა ხელი ვერ შეუშალა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც მასპინძლები ფლობდნენ ინიციატივას, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. "ტორპედო" კი
იერიშების ორგანიზებას ვერაფრით ვერ ახერხებდა.

მაინც მიეცა ჩვენს ჩემპიონს შანსი - 30-ე წუთზე კუტალიამ კენდიშის პარტნიორისთვის გადაცემული ბურთი ჩაჭრა, მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ იმავე კენდიშმა თითქოს მოცელა (ტელევიზიით ნაჩვენები რაკურსით ძნელი გასარჩევი იყო), მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. არადა, კუტალიამ დაახანა და ბურთის კარში დარტყმა მართებდა.

მე-40 წუთზე ბაბადინგამ ბურთი ზედ კარის წინ სრულიად უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ჯოალისონს უპასა და 2:0. მასპინძლებს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ ბაბადინგამ და კამარამ მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ მოახერხეს ბურთის კარში გადაგზავნა.

მოკლედ, კლასში ჩვენი მოწინააღმდეგის უპირატესობა გამოიკვეთა და შესვენების შემდეგ ჯოალისონმა საჯარიმოდან მესამედ დალაშქრა კვასხვაძის კარი, რითაც ყველაფერი დასრულდა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, "შერიფი" "ტორპედოზე" გაცილებით ძლიერი გუნდია და მისი გამარჯვება ლოგიკური გახლდათ.

altკახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

ტირასპოლი. "ბოლშაია სპორტივნაია არენა".
შერიფი - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55)

შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში (ანტონი 75), კაპიჩი (როდრიგესი 73), პალიჩი, ჯოალისონი (კოვეჩევიჩი 89), კამარე, ბადიბანგა

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე (ტუღუში), გეგეჭკორი (დაფე 46), ქიმაძე, კუტალია (კაპანაძე 68)


altგორან საბლიჩი: პრესინგით მეტოქე წნეხში მოვაქციეთ

მკითხველის კომენტარები / 72 /
წაგება წაგებაა მარა ეს იყო სამარცხვინო წაგება, მესმის თავს ზემოთ ძალა არარის მაგრამ საშინელი საყურებელი იყო როგორ აფარჩაკებდნენ საქართველოს "ჩემპიონს", ეს დამცინავი პოლიტიკა ხო ვერ მოიშორეს 2 დღით ადრე "გაძლიერება" გუნდის დაგვცინიან ეს უნამუსოები..
datooo
00:30 19-07-2018
0
გუნდი რო ლიგაზე უნდა გამოსულიყო იცოდნენ ნოემბრის მერე, მაგრამ ყური არავინ შეიბერტყა, იმიტომ რომ ეს ქართულ სპორტში ნაცადი მეთოდია, საქართველოზე ფონს მაქსიმალურად იაფად უნდათ გასვლა და მერე ბოლოს უნდათ გაძლიერება რომ რაც შეიძლება ნაკლები დროით მოუწიოთ ხელფასების გადახდა ძლიერ მოთამაშეებზე. ეს მეთოდი რა შედეგითაც მთავრდება უკვე არაერთხელ ვიხილეთ, მაგრამ ამათ ეგ არც აინტერესებთ!
და მეორე, ოთხი დღით ადრე იმიტომ ჩავიდნენ, რომ მაგარი საგულაო ადგილია ტირასპოლი, იაფი და თან ულამაზესი მდედრების ცვენაა! ხოდა კი მიხვდებით ახლა რაც იყო ამათი მისია!
valeri
23:58 18-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული