კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
ამ შედეგისთვის დაგლიჯეთ დინამოს სტადიონზე სკამები? ქუთაისში მწვანილი მოდის კარგად და სტადიონის მინდვრები ამისთვის მაინც გამოიყენეთ.
თბილისელი
05:06 19-07-2018
6
ვიღაც ლეგიონერები რომლებიც თავის ქვეყანასაც არც კი წარმოადგენდნენ როგორ იყვნენ შეკრული და როგორ იმუხტებოდნენ "ერთმანეთით"!!(ალბათ დაინახეთ ეს კადრი სანამ თამაში დაიწყებოდა რა შემართებით საუბრობდნენ შეკრულნი რომ იყვნენ) რამდენი მაგალითი შეიძლება მოიყვანო და თქვენც კარგად იცით არც ფინანსების მქონე არც ლეგიონერებით გატენილი არც დიდი ბიუჯეტით გუნდები, რომლებიც გავიდნენ ევროპალიგაზე მაინც!!! ისლანდიელმა სტომატოლოგმა მწვრთნელმა რამდენს მიაღწია.... თუნდაც ავიღოთ დანდალკი ჩრდილო ირლანდიური (მოყვარული) კლუბი რომელიც ევროპალიგაზე გავიდა!!! რომ კითხო ერს ყველაზე დიდი გული ჩვენ გვაქვს.... გამოჩნდა რაც გვაქვს ყოველ ნაბიჯში ვამტკიცებთ რაც გვაქვს! და დავიჯერო ყველა ფეხბურთზე შეიკრიბეთ ასეთი უგულოები?!
არა
02:15 19-07-2018
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული