კახა ჩხეტიანი: არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში "შერიფთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა - პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რადგან შეცდომები ჩემ მიერ იქნა დაშვებული.

თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს...

ვულოცავ "შერიფს"
ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა..."

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა- ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა

მკითხველის კომენტარები / 27 /
მწვანილი და პომიდორი , მართლა დიდი ხნის წინ უნდა დაგვეთესა თუ დაგვერგო , ყველგან, არა მარტო დინამო/ტორპედოზე...! / კიდე კაი რომ არსებობს ეს ჯადოსნური წინადადებები საქართველოში, რომელებიც ყველა სფოროში იყენებენ... როგორც გიორგიმ აღნიშნა : საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვიღებ, ყველაფერს ვიღონებთ, პირად კონტროლზე ავიყვანთ, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, ამას იტყვიან მთელი ერი გაინაბება და ვაპაჭუნებთ თვალებს , თითქოს დამაწყნარებელი გაგვიკეთეს და გვავიწყდება რა მოხდა:D :D :D / ყველაზე ლეგენდარული და უბერებელი ფრაზაა, ქვეყნის საზღვრებზე უნდა დავაწეროთ!!! ჩვენ ისეთ ლეგიონერებს არ მივიღებთ , რომლებიც ადგილობრივებს ერთი ორი თავით არ აჯობებს :D :D :D ((და, მერე რა ლეგიონერები ჩამოყავთ? :D :D:D
Vasili
20 ივლისი 2018 13:51
0
თქვენ ლეგიონერები კი არა და ჩამოგყავთ და ისვრით ჰაერში ფულებს, რაში გენაღვლებათ სახელმწიფოს ფული.
კოტე
20 ივლისი 2018 15:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული