დინამო VS დუნაისკა სტრედა - მხოლოდ შემდეგი ეტაპი! სხვა ვარიანტი არ განიხილება

AutoSharing Option
დღეს, 19 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სლოვაკურ "დუნაისკა სტრედას" დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხზე გაიმართება.

თბილისელები განმეორებითი შეხვედრის წინ იმედიანად არიან. კახა კაჭარავამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გუნდი ყველაფერს გააკეთებს და ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან.

altკახა კაჭარავა: მიზანია შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

პრობლემური პოზიციები

წინა შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რომ იყო პრობლემური პოზიციები, რაც ცვლილებებს საჭიროებდა. მაგალითად, საყრდენი ნახევარმცველის პოზიცია და

კლუბს ამ პოზიციაზე ჰყავს საკმაოდ ნიჭიერი ბაქარ ქარდავა, თუმცა თბილისელთა დამრიგებელმა აღნიშნა, რომ მასაც სურს მისი ძირითადში დაყენება, უბრალოდ, ის 90 წუთის სათამაშოდ მზად არ არის.

რაც შეეხება მეკარეს, კაჭარავამ საიდუმლოდ დატოვა, დღეს დემეტრე ბულისკერია იქნება კარებში თუ ახალწვეული სტეფან სიკაჩი. ახალწვეულზე აღნიშნა, რომ მას აქვს გუნდთან შეთამაშების პრობლემები, რაც გარკვეულწილად მის ძირითადში თამაშს აფერხებს.


მეტოქე
მეტოქის გუნდში საკმაოდ დიდი არეულობაა. პირველი ის, რომ მთავარი მწვრთნელი მარკო როსი უნგრეთის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა და კლუბის თხოვნით, ერთი თამაშიც დარჩა გუნდში. მეორე ის, რომ კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ამ შემთხვევაში დამკვირვებლის როლში იქნება და ხვალიდან ჩაუდგება გუნდს სათავეში.

მეტოქე გუნდში 15 ლეგიონერია, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის დიდ ნაწილს იკავებენ. გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კამარია. ის "ლაიპციგიდან" იყო იჯარით, თუმცა კლუბმა ის გამოისყიდა. უნგრელი ფეხბურთელი თავის ჩვეულ ფორმაში არაა, წინა შეხვედრაში მას მხოლოდ მეორე ტაიმი ანდეს.

ბომბარდირი წინა სეზონში 10 გოლით სლოვაკი ერიკ პაცინდა იყო, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. თუმცა პირველ შეხვედრაში მასაც არ გამოუჩენია არაფრით თავი.

"დუნაისკა სტრედას" კარგი დაცვა ჰყავს. მაგალითად, პანამელი ერიკ დავისი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო და ბელგიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. თუმცა მარკო როსიმ აღნიშნა, რომ ის მუნდიალის შემდეგ გამოფიტულია და მას ვერ ენდობა.





altმარკო როსი: ეს შეხვედრა ფეხბურთელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან მე გუნდიდან მივდივარ, ისინი კი რჩებიან

მოლოდინი

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ "დინამო არენა" გაივსება, მაგრამ სასურველია, გულშემატკივრებმა მატჩზე დასწრება არ დაიზარონ და მაყურებელთა რაოდენობა რამდენიმე ათასი იყოს. შეგახსენებთ, რომ გულშემატკივართა მხარდაჭერა ხშირად გადამწყვეტი ფაქტორია ფეხბურთელებისთვის და მათ განსაკუთრებულ მოტივაციას სძენს.

რაც შეეხება შეხვედრას, წინა მატჩში გამოჩნდა მეტოქის რეალური ძალა და "დინამო" თუ იმავე შეცდომებს არ გაიმეორებს, მათ ნამდვილად ძალუძთ მოგება.





altოთარ კიტეიშვილი: არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვთქვათ, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით

მსაჯები
მსაჯები, რომ ქართულ გუნდებს არ სწყალობენ, ამ ევროთასებზე გამოჩნდა. თითქმის ყველა შეხვედრაში, გარკვეულ მომენტებში, მათ ჩვენ წინააღმდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და მეტოქე გუნდს დაუჭირეს მხარი.

ამჯერად მატჩს მაკედონიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 43 წლის დიმიტარ მეკაროვსკი გახლავთ. მას ასისტენტობას დეიან ნედელკოსკი და გიოცე პეტრესკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დეიან იაკიმოვსკი იქნება. მატჩის დელეგატია ბულგარელი მიხაილ კასაბოვი, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელი - უკრაინელი ვასილი მელნიჩუკი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
Sagol ai egaa qomagoba maladec.
ლაშა
15:18 19-07-2018
1
თუ უნდა დინამოს რომ კარი მშრალად შეინახოს სიკაჩი უნდა იყოს კარში,ძალიან მაგარი მეკარეა
barbare
15:14 19-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული