ოთარ კიტეიშვილი: არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვთქვათ, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით

AutoSharing Option
19 ივლისს, 21:00 საათზე, თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და "დუნაისკა სტრედა" დაუპირისპირდებიან.

თბილისის "დინამოს" კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

- ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა "დინამოსთვის" და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენი მიზანია შემდეგ ეტაპზე გასვლა. სხვანაირად წარმოუდგენელია. არ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვთქვათ, კარგად ვითამაშეთ და ვერ გავედით.

იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრების მხარდაჭერა გვექნება და ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, როდესაც მოედანზე გადიხარ და თამაშობ, დიდი მნიშვნელობა აქვს
გამოცდილებას. ახალგაზრდული გუნდი ვართ და ევროტურნირებზე ნაკლებად გამოცდილი, თუმცა გამოცდილება ფეხბურთელებს დაბადებიდან არ დაჰყვებათ, ფეხბურთელებმა ასეთ მატჩებში უნდა მივიღოთ პრაქტიკა.

altკახა კაჭარავა: მიზანია შემდეგ ეტაპზე გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

altმოდი "დინამოზე" - "დინამო" "დუნაისკა სტრედას" ხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალი ხარ კიტე, უნდა დამთავრდეს საქართველოში ბოლოსდაბოლოს კარგად ვითამაშედ მაგრამ ვერ გავიდეით!
tbiliski
18:00 18-07-2018
0

სიახლეები პოპულარული