შეხვედრა თბილისის დროით 21:45 წუთზე დაიწყება და სტრიმის არსებობის შემთხვევაში, Sportall.ge-ზე შეგეძლებათ ყურება.
საჩხერeლებს რთულ პირობებში მოუწევთ თამაში. ძალიან ძნელია მეტოქის ასეთ ხმაურს და აგრესიას არ მიაქციო ყურადღება. ებრაელმა გულშემატკივრებმა თავიანთი კვალი თბილისშიც დატოვეს. ამ გუნდს ისრაელში ყველაზე აგრესიული და ხმაურიანი ფანები ჰყავს.
"ჩიხურასა" და " ბეითარის" ქომაგს შორის დაპირისპირება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე ებრაელი ფანი [PHOTO]
ევროტურნირების შესარჩევ ეტაპზე საჩხერელებს ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე შეხვდათ.
ტრამპი თუ ფრუიძე?
ტრამპის სახელოვანი გუნდი დონალდივით ეფექტური არ იყო და თბილისში უფერული შეხვედრა გვაჩვენეს. შეცდომები, როგორც ებრაელებს, ასევე საჩხერელებსაც ჰქონდათ და საკმაოდ მოსაწყენი შეხვედრაც გამოუვიდათ. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე, "ჩიხურას" აუცილებლად ესაჭიროება ერთი გოლი და მეტი კონცენტრაცია.
გუნდი დონალდ ტრამპის სახელით - "ჩიხურას" მრისხანე მეტოქე ისრაელიდან
სოსო ფრუიძემ შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა: "პირველ თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა. გვქონდა ორივე გუნდს გოლის გატანის შანსი. "ბეითარი" ახალი დაკომპლექტებული გუნდია და აქვს ბევრი შეცდომა. ხვალ ჩვენ მათი შეცდომების გამოყენებასაც შევეცდებით".
სოსო ფრუიძე: "ბეითარი" ბევრ შეცდომებს უშვებს და მათ გამოყენებას შევეცდებით
ფაქტია, დღევანდელ შეხვედრაში დიდ როლს ითამაშებს ტაქტიკური გამჭრიახობა და ანალიზი, რადგან ორივე გუნდს სჭირდება გასაღები, რითიც მეტოქე გუნდს ჩამოშლის. სხვა შემთხვევაში წინაზე უკეთეს შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. ფაქტია, "ბეითარი" საკუთარ სტადიონზე საჩხერელებს უფრო ძლიერად შეუტევს და ამ შემთხვევაში დაცვის როლი იზრდება. წესით, დღევანდელ შეხვედრაში უნდა ითამაშოს ლევან კაკუბავამ.
წინა მატჩში სამი ფეხბურთელის თამაშია გამოსაყოფი: რევაზ ჩიტეიშვილის, ბაქარ მირცხულავას და ირაკლი ბუღრიძეს. ამ უკანასკნელს მაქსიმალურად შეზღუდავენ, რადგან ებრაელებმა მისგან წამოსული ხიფათი დაინახეს და თავიდან ბოლომდე ბუღრიძის კრეატიულობა-სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული მეტოქის მცველებთან ჭიდილი.
მეტოქე
"ბეითარის" ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 8.98 მილიონი ევროა, როცა "ჩიხურას" ფასი 3.13 მილიონი ევროა. გუნდში ხუთი ლეგიონერი თამაშობს. თითქმის ყველა საკმაოდ მაღალი დონისაა და ისინი ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ.
"ბეითარის" მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი სპეციალისტი გაი ლუზონია, რომელსაც სხვადასხვა დროს ადგილობრივი ებრაული გუნდები, ბელგიური გუნდი და ინგლისის ქვედა ლიგის გუნდი "ჩარლტონი" გაუწვრთნია.
გაი ლუზონი ღრმა მწუხარებაშია ჩავარდნილი, ეს ფრუიძის გასაგონად არის თუ რეალობაა, დღეს გამოჩნდება: "სიტუაცია იდეალურისგან შორსაა. ფეხბურთელების წასვლამ იმოქმედა და საკადრო პრობლემები გვაქვს. კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ წასვლა, მაგრამ ახლა ეს აღარ უნდა დავუშვათ.
დავიდ კელტიენსმა ტრავმა მიიღო და არ უვარჯიშია. არ ვიცი, "ჩიხურასთან" გვეყოლება თუ არა. ამის მიუხედავადაც, დაცვაზე მეტად შეტევაზე ვფიქრობთ. რა სიტუაციაშიც უნდა ვიყოთ, უნდა მოვიგოთ".
კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი, ფრანგი ანტუანე კონტე 2 მილიონი ევრო ღირს. კონტე ცენტრალური მცველია, რომელიც "ბეითარმა" "რეიმსისგან" შეიძინა. გამორჩეულია ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი კლოდემირია, რომელიც შეტევაშიც შესანიშნავია და გუნდის ბომბარდირობას ებრაელ შეჩთერთან ერთად 9 გოლით იყოფს.
გუნდის მეკარე ბორის კლაიმენია, რომელიც ამავდროულად, ისრაელის ნაკრების მეკარეა და არცთუ ისე საიმედოა, რადგან ადგილობრივ ჩემპიონატში 32 შეხვედრაში 36 გოლი გაუშვა.
"ბეითარს" გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, რამდენიმე ფეხბურთელზე არ არის დამოკიდებული და უფრო გუნდურ თამაშზეა ორიენტირებული. ყველა შემთხვევაში მეტოქე ფავორიტია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ორი წლის წინ "ბურსასპორიც" ფავორიტი იყო...
მსაჯები
მატჩს იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი - მარკო დი ბელო, დამხმარე მსაჯები - მატეო პასერი და როდოლფო დი ვუოლო, მეოთხე მსაჯი - როსარიო აბისო.
"ჩიხურასა" და "ბეითარის" მატჩი უგოლოდ დასრულდა
10-ბალიანი სისტემა: "ჩიხურას" ფეხბურთელების შეფასება "ბეითართან" მატჩში