თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
სტსტიის ავტორს!რატომ არ არქმევთ ყველაფერს თავის სახელს.იმას რომ წერთ დინამომ თამაში გაამწვავაო{5 წუთი},იმას რატომ არ წერთ,რომ 90 წუთი იღლაბუცა მოედანზეო.ვის ან რატომ ერიდებით!დინამომ გუშინ იტინგიცა,იგლახავა,იმასხრა მოედანზე,ესეიგი ფეხბურთის გარდა ყველაფერი გააკეთა.ასეთი ფეხბურთის თამაშს თუ აპირებთ,ჯობია გმირთა მოედანზე ცირკი რომ არის იქ გადაინაცვლოთ და იქ რაც გინდათ ის აკეთეთ!!
chabuka
20 ივლისი 2018 08:59
1
ერთი გამოსავალია. რაგბის დროს უნდა გაუთანაბრდეს ფეხბურთი..არ ვიცით 80 წუთზე მეტი და რას ვიზამთ..რომელი ერთი გავიხსენო..ნაკრების . კლუბების მე 80 წუთიდან წაგებული განადგურებული თამაშები..
ვარშა
19 ივლისი 2018 23:19
3
ფიფიას ბრალია
Gura
19 ივლისი 2018 23:04
0
ყველა ფეხბურთის პროფესორია ამ ქვეყანაში ..რატომ ვერ მოვიგეთ?
gia
19 ივლისი 2018 22:58
1
არ წასაგები თამაში წავაგეთ და საერთოდ მეკარიანად დაცვამაც ძალიან ცუდად ითამაშა..
პაატა
19 ივლისი 2018 22:57
0
კარგად თამაში თუ ამას ქვიადა. უსუსტეს გუნდთან წააგეს და დიდი ალბათობით ტოტალიზტორის ტაიმბოლიც ითამაშეს.რა კარგ თამაშზეა საუბარი როცა კიტეისვილის გარდა არცერთს კლასის ნატამალი არ ეტყობა მეკარე ხო საოცრება ყავთ.მესმის დინამოს ქომაგების მაგრამ შერიფი ან ბეითარი რო შეხვედროდა დინამოს ყაზახები და აზერები მოგონილი იქნებოდა.ისე კარგი ანდაზაა ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო.
zaza
20 ივლისი 2018 11:09
1
"მხოლოდ შემდეგი ეტაპი,სხვა ვარიანტი არ განიხილება"---ფიფია უნდა ჩამოცილდეს გუნდს,გუნდი მისი საკუთრებაა,მაგრამ თუნდაც სამართავად გუნდი უნდა გადაეცეს სხვას,ეს ერთი ვინმე პიროვნება იქნება,რაიმე ჯგუფი თუ კომპანია არ ვიცი ფორმა მოინახოს ძნელი არ უნდა იყოს,ეს უკვე,რაც ხდება ამ გუნდის გარშემო (სხვათა შორის დინამო აკადემიის ჩათვლით)ყოველგვარ საღ აზრსს სცილდება,მარაზმია,გუნდი პირველ ეტაპს ვერ გადის უკვე რამდენი წელია,სეზონის დასაწყისში ჩვეული ბაქიბუქი ამას ვიზმთ იმას ჩამოვიყვანთ სიურპრიზს შევთავაზებთ ქომაგს ისეთ ტრანსფერებს განვახორციელებთ...დიდიტყუილი,დინამოს მენეჯმენტი ბავშვთა ფეხბურთიდან დაწყებული 1-ლი გუნდის ჩათვლით არის სამარცხვინო,კატასტროფული.
sake
20 ივლისი 2018 10:49
0
Davixalet ukve.kmara.aset rames mxolod qartuli klubi tu izams.fifia ra gagixda 3 normaluri adamianis moyvana 6 tamashistvis aaaa.grcxvenodes
Vano
19 ივლისი 2018 23:13
0
მათი ჯიგარი რა ვთქვა მე რა რა ბილეთი წამაგებინეს 1-X მქონდა დაწერილი :( და ეგ მქონდა დარჩენილი
გიორგი
19 ივლისი 2018 23:01
1
დარწმუნებული ხართ რო მოსაგებად ყველაფერი გააკეთეთ?
შოკირებული გულშემატკივარი
20 ივლისი 2018 16:34
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული