თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
ჩემო მილოცვა დინამოს, ეტყობა ამ მსოფლიო ჩემპიონატს ყურადღებით უყურეთ და ბევრი ახალი აითვისეთ: მაგ. გოლის აღნიშვნა გრიზმანისებურად, რაღაც კლოუნური მულტფილმის გმირივით, ეს კარგია მაგრამ ფეხბურთის თამაშს არ "ჩაუკვირდით და არ ჩაეძიეთ"? ტუნდაც ხორვატების თამაშს? რა აკეთებდნენ შეუძლებელს? არაფერს ზეადამიანურს, უბრალოდ ძალიან დიდი პატივისცემით მოეპყრნენ საკუთარ გულშემატკივარს და სული და გული დატოვეს მოედანზე, სხვათა შორის მათ არც საპრიზო მილიონი არ აუღიათ, სრულად გადარიცხეს ბავშვთა დახმარების ფონდში.
თქვენ რა გჭირთ უსისხლოებო და უჯიგროებო ხო ხედავთ არა ხართ ფეხბურთვის გაჩენილები, წადით ბიზნესში, ნუ აცდენთ ადგილებს(სადაც მაყუთიანმა მშობლებმა შეგტენეს) და მიეცით გზა ნიჭიერ მაგრამ უფულო ახალგაზრდებს, როგორც მოდრიჩი ომისგან ლტოლვილად ქცეული იყო, ან როგორც ნიჭიერი მაგრამ ავადმყოფი მესი რომელიც იძულებული იყო ნემსებზე გაზრდილიყო ბავშვობიდან ოღონდ თავისი საყვარელი ფეხბურთი ეთამაშა. გაიგეთ არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე ბიზნესში წადით იქ არის უსაქმურების ადგილი საქართველოში. არაფერში არ ვარგივართ არც სპორტში არც ადამიანობაში მარტო ჭამა-სმა და ცეკვა თამაშია ჩვენი საქმე, ხო ქურდობაც.
არც კომენტატორების ადგილი არ არის ასეთების, თამაშის დაწყებისას რო ასჯერ გაგვიმეორეს დღეს უბურთო ყაიმიც გვყოფნისო, და ყოველ მიქარვაზე მოედანზე გაიძახოდნენ არა უშავს არა უშავს, იმის მაგივრად ეთქვათ რო სირცხვილია ასე თამაში საკუთარ მაყურებელთანო.
გულგატეხილი გულშემატკივარი!
20 ივლისი 2018 13:39
1
ტორპედოს და დინამოს გასაგონად არავიზე მეტი ფულიბარააქვთ და არც პირობები არც ლეგიონერები ჩიხურას და შედეგები შეადარეთ თქვენსას რო შეიკრიბებით . მალადეც ფრუიძეს და ფეხბურთელებს ერთმანეთს აგინეთ და ურტყით თქვენ ვაი ქომაგებო
ქუთაისელი
19 ივლისი 2018 23:39
0
ჩიხურაააააა იგეეეეეეეეეეეეებსსს ხალხოოოოო
Goool
19 ივლისი 2018 23:25
0
მაინტერესებს რატომ ფინანსდება არამიზნობრივად ბიუჯეტიდან ფეხბურთი.იქნებ გამოაქვეყნოდ რამდენი მიდის ყოველწლიურად გუნდების დასაფინანსებლად.შედეგი გვაქვს ნული!გნებავთ საკლუბო და გნებავთ სანაკრებო დონეზე! ეხლა არ დავიწყოთ ჯანსაღი ცხოვრება და ზღაპრები.
ზოგადათ
19 ივლისი 2018 23:14
3
სირცხვილია. ხალხს მაინც ეცით პატივი. თავმოყვარეობა აღარ გაგაჩნიათ!
tarieli
19 ივლისი 2018 23:09
0
ხო მოედანზე იწექით და ბებიაჩემი კლარა მოიგებს თამაშს! ვაი ჩვენ პატრონს!
ქართული ფეხბურთის მკვლელი
19 ივლისი 2018 23:00
0
ძალიან მცხვენია და ძალიან გაბრაზებული ვარ როგორც დინამოს გულშემატკივარი...ესე არ შეიძლება რა მუდმივად ...პატივი გვეცით ჩვენც ხალხი ვართ..ყოველ წელს უსუსტესი გუნდით გასვლა ევროტურნირზე და ტყუილი დაპირებები რო ოდესმე კარგი გუნდი გვეყოლება...2 თამაშში 3 გოლი გაგვიტანა ბაიომ აი ეგეთი ლეგიონერები მაინც ჩამოიყვანეთ გუნდი რაღაცას რო გავდეს...კიტეიშვილი ძლივს ათამაშდა და ისიც უკვე გაქცევაზეა..გუნდია თუ სუპერმარკეტი ((((((((((((((((((((( უთავმოყვარეობაა სირცხვილი
oto
20 ივლისი 2018 00:31
0
ცენზურა რომ არ ედოს საიტს რაც ხართ, რაც ითამაშეთ, რა სტრატეგიაც დაისახეთ, რა შედეგსაც მიაღწიეთ და რასაც იმსახურებთ დიდი სიამოვნებით გეტყოდით მაგრამ ვიცი დამიბლოკავენ და თქვენზე მომინდია რო გამოიცნოთ...
koba
20 ივლისი 2018 00:27
0
დინამოს რუსული დ რატო აწერია?
rustavi
19 ივლისი 2018 23:48
1
ქართულად რომ ეწეროს ხომ დაბრდღვნიდნენ
kako
20 ივლისი 2018 09:06
0
რცხვენიათ ბატონო რო აგებენ და ეგება რუსები ვეგონოთ ვინმესო.
რატომ და...
20 ივლისი 2018 13:55
0
სამარცხვინოები!!! უბრალოდ სამარცხვინოები!!! სხვა რა შეიძლება ეწოდოს ქართული ბანდების გამოსვლას? სტადიონზე ხო კაციშვილი აღარ დადის ფეხბურთის საყურებლად ეხლა ტელევიზიებმაც კი შეწყვიტეს ამათი ჩვენება (ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად, თაობა რომლის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება ამ ზარმაცი ბანდების საშინელებებს არ უნდა უყურებდნენ) ცოტა ხანში ალბათ ანგარიშსაც აღარავინ გაიგებს იმ დონის უინტერესო გახადეს ფეხბურთი ამ მკვდრებმა.
dadu
19 ივლისი 2018 23:10
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული