მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.
რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.
აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.
შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში 1:0 გახადა.
მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.
მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.
შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.
"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.
დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.
თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')
დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.
კახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...
"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე
თქვენ რა გჭირთ უსისხლოებო და უჯიგროებო ხო ხედავთ არა ხართ ფეხბურთვის გაჩენილები, წადით ბიზნესში, ნუ აცდენთ ადგილებს(სადაც მაყუთიანმა მშობლებმა შეგტენეს) და მიეცით გზა ნიჭიერ მაგრამ უფულო ახალგაზრდებს, როგორც მოდრიჩი ომისგან ლტოლვილად ქცეული იყო, ან როგორც ნიჭიერი მაგრამ ავადმყოფი მესი რომელიც იძულებული იყო ნემსებზე გაზრდილიყო ბავშვობიდან ოღონდ თავისი საყვარელი ფეხბურთი ეთამაშა. გაიგეთ არ არის ფეხბურთი თქვენი საქმე ბიზნესში წადით იქ არის უსაქმურების ადგილი საქართველოში. არაფერში არ ვარგივართ არც სპორტში არც ადამიანობაში მარტო ჭამა-სმა და ცეკვა თამაშია ჩვენი საქმე, ხო ქურდობაც.
არც კომენტატორების ადგილი არ არის ასეთების, თამაშის დაწყებისას რო ასჯერ გაგვიმეორეს დღეს უბურთო ყაიმიც გვყოფნისო, და ყოველ მიქარვაზე მოედანზე გაიძახოდნენ არა უშავს არა უშავს, იმის მაგივრად ეთქვათ რო სირცხვილია ასე თამაში საკუთარ მაყურებელთანო.