თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
lol
19 ივლისი 2018 23:07
0
კაროჩე რა ჩიხურა დარჩა ისიც აგებს თუ გაათანაბრა ხო კაი თუ არადა ცუდადაა საქმე
Live
19 ივლისი 2018 23:07
0
თამაში წააგო კაჭარავამ.ივანისენია რა ჯანდაბად უნდა როცა სკამზე ქარდავა ზის. უკან დახევამ წააგო თამაში. შეცვლების დაგვიანებამ. მეკარედ სიკაჩი უნდა დაეყენებინა.
ტორპედოელი
19 ივლისი 2018 23:05
1
სტადიონის დიქტორი შეინარჩუნოს რომანამ მთავარია, დანარჩენს მოევლება :)
ვაი
19 ივლისი 2018 23:05
0
რათგინდა უვიცი ფიფია დასკვნებს ვერ გამოიტანს და მაინც ვერ მიხვდება რომ მარტო ბავშვებით ერთ ეტაპსაც ვერ გაივლის , ვერასდროს ...
დათო რუსთავიდან
19 ივლისი 2018 23:05
0
ფიფიას ბრალია
Gura
19 ივლისი 2018 23:04
0
სად ნახულობენ ასეთ არაკვალიფიციურ წამყვანებს?!! სირცხვილია! მინსკის დინამოს ხო "შეახვედრეს", ჩემპიონებსაც გახდიდნენ მალე, 2 გოლი რომ არ გაგვეშვა.. მსოფლიოზეც ეს დუეტი იყო ყველაზე არაკომპეტენტური!!!
Mmn
19 ივლისი 2018 23:04
0
3-4 წლის წინ პლეიფში გასვლას მაინც ვახერხებდით და უკვე ტრადიციად იქცა ეს პირველივე ეტაპზე გამოვარდნა.
giorgi
19 ივლისი 2018 23:02
0
ტაიმბოლი დასვით ბიჭებო? რამდენი აიღე ფიფია ამ თამაშის წაგებაში სამარცხვინო გუნდი ხართ მფლობელით დაწყებული მასაჟისტით დამთავრებული
912
19 ივლისი 2018 23:02
0
აუუ, ტრაგედია არა. რა მოხდა ისეთი რაც აქამდე არ მომხარა? ნუ იცით რა ეს გაზვიადება
ლევანი
19 ივლისი 2018 23:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული