თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
სტადიონის დიქტორი შეინარჩუნოს რომანამ მთავარია, დანარჩენს მოევლება :)
ვაი
19 ივლისი 2018 23:05
0
ამაზე უკეთესი არენახოს ვინც ჩვენ გვემტერება მეკარე საოცრება გუნდი საოცრება ერთი მეკარე გამოვარჩიე იმ გუნდიდან მინსკის დინამო გახევს ამ სლოვაკურ გუნდს.ვავა ქართული ფეხბურთი.
zaza
19 ივლისი 2018 23:02
0
ფიფიას რაც აცკობს და მიზანი რაც აკ იმას იმკის სახელი მაინც შეუცვალოს გუნდს
goga
19 ივლისი 2018 23:00
0
მთავარია, ვინ იქნება შემდეგი... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამხელა ხალხს თავმოყვარეობა არ გაქვთ?!
გიორგი
19 ივლისი 2018 22:59
0
კიდევ კარგი იმედიანად რომ არ ვიყავი განწყობილი დდ
გული მაინც არ დამწყდა
კკ
19 ივლისი 2018 22:57
4
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.
dato
19 ივლისი 2018 22:56
2
იგებსო და ცააგეს? რა ჯანდაბაა
fdghfd
19 ივლისი 2018 23:10
0
კაროჩე რა ჩიხურა დარჩა ისიც აგებს თუ გაათანაბრა ხო კაი თუ არადა ცუდადაა საქმე
Live
19 ივლისი 2018 23:07
0
სლოვაკების ბარიერი რომ გადაგველახა დინამო მინსკს აუცილებლად "დავამარცხებდით" ორი მატჩის ჯამში... არ დაბლოკოთ
გიოშა
20 ივლისი 2018 12:43
0
მოაცილეთ მართლაც ეს რუსული დ დინამოს მაისურებზე, ადრე მახსოვს ქართული დ-ც ეწერა სტადიონზე, ბოლო-ბოლო ინგლისურად დააწერეთ
zviads
20 ივლისი 2018 10:20
3
რუსითის ბიზნესმენის გუნდია და აბა როგორ უნდა ეწეროს.
გიზოგ
20 ივლისი 2018 16:00
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული