თბილისური ტრაგედია! "დინამო" ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში, "დინამო არენაზე" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრაში "დუნაისკა სტრედამ" "დინამო" 2:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი დაბალ ტემპში წარიმართა, ძირითადად შეტევებს თბილისელები ქმნიდნენ, თუმცა დასკვნით ფაზაში ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა აკაკი შულაიას, ბუდი ზივზივაძეს და ოთარ კიტეიშვილს. ხშირად იყო სტანდარტული მდგომარეობები, რასაც თბილისელები ვერ იყენებდნენ.

აღსანიშნავია დემეტრე ბულისკერიას არადამაჯერებელი თამაშიც, რომელმაც რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რის გამოც "დინამო" კინაღამ დაისაჯა.

შეხვედრის მე-40 წუთზე "დინამომ" მაინც შეძლო დაწინაურება, ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ბუდუ ზივზივაძე კარგად დაუხვდა და ანგარიში
1:0 გახადა.

მეორე ტაიმში სლოვაკელები გააქტიურდნენ, ხოლო თბილისელები შეხვედრის ტემპის დაგდებას ცდილობდნენ. 62-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ მეკარეს ძალიან ცუდი პასი გაუკეთა, რაც ბაიომ ჩაჭრა და ერთი-ერთზე დემეტრე ბულისკერიას ვერ აჯობა.

მათე ვაწაძე მოედანზე შესვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე გაამწვავა თამაში და ერთხელ მისი ძლეირად დარტყმული მაციემ მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს სლოვაკებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, 86-ე წუთზე დინამოელები დაჯარიმდნენ. "დუნაისკა სტრედას"ფეხბურთელის ჰერცის ჩაწოდების შემდეგ კი ბაიომ თბილისლები მეორე შეხვედრაშიც დააამწუხრა.

"დუნაისკა სტრედას" 90-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პაჩინდას დარტყმული დავით კობოურმა ცარიელი კარებიდან გამოიტანა.

დამატებულ ხუთ წუთში კი ბაიომ დუბლი შეასრულა და "დინამო" ევროტურნირებს გამოეთიშა.

თბილისის დინამო (4-2-3-1): დემეტრე ბულისკერია - ლევან ხარებაძე, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გუჯა რუხაია; ნიკა ნინუა, დმიტრო ივანისენია; მიხეილ ერგემლიძე, ოთარ კიტეიშვილი, აკაკი შულაია; ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 74')

დუნაისკა სტრედა (3-5-2): მაიეცი; ჰუკი, სატკა, ზაჰუმენსკი; დავისი (კალმარი 57') , ვიდა (ლიუბიჩი 72'), ლიუბიჩი (ვიდა), ჰერცი, კოსტრნა; ბაიო, პაჩინდა.

altკახა კაჭარავა: მე ჯერ "დინამოში" ვარ, ხვალ ვნახოთ...

alt"დუნაისკა სტრედას" თავკაცი: მიხარია რომ წასვლის წინ კლუბის ახალი ისტორია დავწერე



მკითხველის კომენტარები / 96 /
ჩიხურამ მოიგო 2-1!!!
ზურა
19 ივლისი 2018 23:37
0
დაიფრინეს სლოვაკმა ჯეელებმა ფლაგმანი ფიცარზე ესეა ბევრს რო გაიბრიქები და სხვა გუნდებს რო გაკრავთ კბილს საქართველოში საკლუბო ფეხბურთი მართლაც გასაუქმებელია ნუ დროებით მაინც რომ რაღაც მოიფიქრონ საფ: მამებმა ეს უკვე მეტის მეტია ეგერ პიუნიკმა გახია ვარდარი და სომხებმაც გაგვასწრეს რეიტინგში
Anj. Antey
19 ივლისი 2018 23:11
0
3-4 წლის წინ პლეიფში გასვლას მაინც ვახერხებდით და უკვე ტრადიციად იქცა ეს პირველივე ეტაპზე გამოვარდნა.
giorgi
19 ივლისი 2018 23:02
0
80 წუთზე გავმაზე რომ დინამო წააგებდა.რატომ თუ იცით? კაცურად უნდა ითამაშო ბოლომდე და არ ისიმულიანტო.
cheroeli
19 ივლისი 2018 23:00
1
ერთი რამე არ მესმის, ფიფია ხო გინდა რო ფული გააკეთო?, ამ წლების განმავლობაში ხომ შეგეძლო ისეთი გუნდის დაყენება, რო ევროპაზე მაინც გასულიყო, ხო უფრო მეტი შემოსავალი გექნებოდა? ყოველ ახალ ეტაპზე მეტ ფულს იშოვნიდი, პლიუს ამას ფეხბურთელებსაც უკეთეს კლუბებში და უფრო სარფიან ფასადაც გაყიდდი, / საინტერესო და ძლიერი გუნდები ჩამოვიდოდნენ , სტადიონზე რომელიც შენი ფულით გაარემონტე, ხალხიც მოვიდოდა , ბილეთებსაც გაყიდდი, ქალაქში ცოტა სიცოცხლე გამოჩნდებოდა, ახალგაზრდებს ინტერესი გაუჩნდებიდათ, მეტი ტურისტი ჩამოყვებოდა ამ გუნდებს, თან რა გუნდები თამაშობენ ჯგუფურ ეტაპზე კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ მე მგონია რო ასე უფრო ბევრ ფულს იშოვნიდი, მაგრამ შენ ეს არ გაინტერესებს, შენ უბრალოდ პატარა ბუტკას დაამსგავსე დინამო , სადაც მარტო სიგარეტი, ყველი და პური იყიდება. კმაყოფილდები ამითაც და არ გაკლია არაფერი, ის კი დაგვიწყებია რო , ქვეყნის სახელს მაგრად აფუჭებ! პატარა ბავშვს ფეხბურთი როგორ უნდა შეუყვარდეს თქვენი თამაშის შემყურეს?! გაყიდე ეს გუნდი ან მართვის უფლება გადაეცი სხვას!შეიქნმას მართლა შედეგზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მართოს დინამო, და სხვა უფლებები დაიტოვე რომან ბატონო, აკადემია , თვითონ სტადიონი , და რავიცი თუ რამეა კიდე სხვაც, მაგრამ კლუბის მართვა უნდა დათმო !!! ვინმე უნდა გამოჩნდეს რო გამოისყიდოს ფიფიასგან მხოლოდ დინამოს მართვის უფლება ...!
Vasili
20 ივლისი 2018 11:41
1
ქართული კლუბებისათვის ევროტურნირები რაღაც ბაზრობისმაგვარს წააგავს, ფულის საშოვნელ ბაზრობას და ფეხბურთელთა გაყიდვისათვის დასათვალიერებელ შანსს.
სულ არ ჰკიდიათ გულშემატკივარი. ტაიმ-ბოლით იყომარეს ბიჭებმა, ფული გააკეთეს (მთელი მეორე ტაიმი ჩალიჩობდნენ გოლი გაეტანინებინათ, ჯერ ერთი-ერთზე გაიყვანეს ის სირი თავდამსხმელი მაგრამ რომ ვერ გაიტანა მერე სტანდარტებით იჩალიჩეს). ამაზრზენია ქართული ფეხბურთი სრულად და მაგ ყომარბაზობისა და ცალიჩმეისტერობისათვის გასასროკები!
ქომაგი
20 ივლისი 2018 10:01
3
რომანი ბიძია, გეხვეწები, სხვა ბიზნესი აკეთე, ამდნი ხალხი გლანძგავს, ისაო, ესაო და გაანებე თავი,,, დაივიწყე, ვითომ არც არაფერი ყოფილა, უბრალოდ ადექი და წადი...! წინ იარე უკან არ მოიხედო.... გ თ ხოვთ...! / ისე ოქროს თაობა დინამო სადა?? ან ის ვინც დინამოში აიდგა ფეხი? ხო ხედავთ რაც ხდება ? გული როგორ გითმენთ და როგორ ხართ ჩუმად?! მაგრამ ალბათ, უკვე როცა დეპუტატი კაცი ხარ , მერე ალბათ მაგრად ტეხავს ფეხბურთზე ტვინის ღუნვა...
Vasili
20 ივლისი 2018 02:00
0
თამაში წააგო კაჭარავამ.ივანისენია რა ჯანდაბად უნდა როცა სკამზე ქარდავა ზის. უკან დახევამ წააგო თამაში. შეცვლების დაგვიანებამ. მეკარედ სიკაჩი უნდა დაეყენებინა.
ტორპედოელი
19 ივლისი 2018 23:05
1
ამ ყოვლად ურეაქციო ბულისკერიას რატო აყენებს კარში საინტერესოა, ბურთს თუ გაარტყამენ თორე ისე ამჯები არაა
tui
19 ივლისი 2018 22:57
1
რატომ გიკვირთ ხალხნო ან რაზე ბრაზდებით, რომ გასულიყო რა? მომდევნო ეტაპიდან გამოვარდებოდა. არ გვყავს ძლიერი გუნდები და შემთხვევითობაზე იმედებს რატომ ამყარებთ.ან ფედერაციას რამდეს უბედავთ, ხოარ დაგავიწყდათ მაგის პრზიდენტი პახოდუ პარლამენტარია და იმუნიტეტით მოძრაობს კაცი:) ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება სანამ შრომისმოყვარეობას, ბევრ ვარჯიშს, სირბილს და დისციპლინას არ შვეჩვევით, მოკლედ პროფესიონალიზმი გვაავს 0. "მატაობა" მეც ვიცი და ამ ოთხმოციანი წლების ფეხბურთით დღეს ვერავის მოუგებ!
ლაშა
20 ივლისი 2018 13:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული