"ტორპედოს" მეტოქე 567-კაციანი სოფლიდან - რა ძალას წარმოადგენს "ვიკინგური"?

AutoSharing Option
ევროპა ლიგის შესარჩევის მეორე ეტაპზე ორი ქართული გუნდი ითამაშებს: ქუთაისის "ტორპედო" და საჩხერის "ჩიხურა".

ახალი წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის შესარჩევიდან გამოვარდნილი გუნდი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე გადადის. "ტორპედოს" მიერ "შერიფის" ბარიერის ვერდაძლევის შემდეგ, მისი მომდევნო მეტოქე ევროპა ლიგის ჩემპიონთა რაუნდში ფარერების "ვიკინგური" იქნება.

"ვიკინგური" ფარერების კუნძულის ჩემპიონია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ შესარჩევ ეტაპზე ფინურ "ჰიკს" დაუპირისპირდა და ჯამში 5:2 დამარცხდა.

alt"ტორპედო" "შერიფთან" უშანსოდ დამარცხდა - ნახვამდის ჩემპიონთა ლიგა [VIDEO]

"ვიკინგურის" ისტორია
კლუბის ოფიციალური სახელწოდებაა "ვიკინგურ გოტა". ის 2008 წელს "გი

გოტასა" და "ლეირვიკის" შეერთების შედეგად დაარსდა. კლუბი სოფელ ნორდრაგოტას გუნდია, სადაც სულ რაღაც 567 ადამიანი ცხოვრობს.

კლუბს ამ სოფელში საკუთარი სტადიონიც აქვს, სადაც 1600 ადამიანი ეტევა, თუმცა მხოლოდ 440 სკამია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, ისინი სოფელ ტოფრირის 6000-იან სტადიონზე თამაშობენ, სადაც სულ რაღაც 793 ადამიანი ცხოვრობს. მოკლედ, ქუთაისელებს ეგზოტიკური გასეირნება ელით.

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" ჩემპიონატში თამაშობს
Sportall.Ge

სტადიონი, სადაც "ვიკინგური" "ტორპედოს" დახვდება
Sportall.Ge

რა ძალას წარმოადგენენ ვიკინგები?
კლუბში 5 ლეგიონერია და "ტრანსფერმარკეტზე" კლუბის საერთო ღირებულება 450 000 ევროს შეადგენს, როცა 450 000 ევრო ქუთაისის "ტორპედოში" ერთი ფეხბურთელი ღირს - გიორგი ქიმაძე.

ეს იმითაცაა გამოწვეული, რომ კლუბში ფეხბურთელთა ნაწილი თანხობრივად არ არის შეფასებული. "ჰიკთან" გამორჩეული იყო 23 წლის ფარერელი გუნარ ვატნჰამარი, რომელმაც ორივე შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა.

ზოგადად, ეროვნულ ჩემპიონატში კი კლუბის ბომბარდირი 33 წლის ნიგერიელი ადეშინა ლავალია, რომელსაც მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.

"ვიკინგებს" ქუთაისის "ტორპედოსთან" ორი ფეხბურთელი დააკლდებათ, რადგან მათ "ჰიკთან" ორივე შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღეს. ესენია: 39 წლის საყრდენი ნახევარმცველი ჰანს ჯურჰუუსი და 31 წლის მოლდოველი ლეგიონერი ადრიან კასკავალი.

გუნდის კაპიტანი 36 წლის მცველი ატლი გრეგერსენია, რომელიც ამავდროულად, ფარერების კუნძულების ნაკრების კაპიტანიცაა. "ვიკინგურიდან" ნაკრებში დაახლოებით 3 ან 4 ფეხბურთელი თამაშობს.

მოლოდინი

"ტორპედოს" მართებს, მეტოქე ორივე შეხვედრაში დაამარცხოს. ამით "შერიფთან" მარცხით გაფუჭებულ განწყობას ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც გამოიკეთებენ. ამადროულად, სარეიტინგო ქულებსაც მოიმატებენ.
მკითხველის კომენტარები / 23 /
მეტოქეს სერიოზულად მივუდგებით და მთელი ძალით ვითამაშებთ რადგან მეტოქის დაუფასებლობა დღეს ძვირად ჯდება, თან იმედია ახალგაზრდების გამოცდის საშუალებაც მოგვეცემა შემდეგი ეტაპისთვის-გაიფიქრა ვიკინგურის მწვრთნელმა როცა კენჭისყრის შედეგები გაიგო თევზაობისას
Zorbegi
14:08 20-07-2018
1
აქამდე ბედნიერი ვიყავი ამ გუნდებს რომ არ ვეთამაშებოდით, ახლა რა ვთქვა არ ვიცი, რაღაც ცუდი განწყობა მაქვს, მგონია იოლად ვერ გავცდებით. ისე სირცხვილია ამთთან წაფორხილება, მაგრამ ...
გენო
13:05 20-07-2018
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული