შოკირებულები ვიყავით - "ტობოლმა" "სამტრედიასთან" გამარჯვება 25 წლის მოკლულ ყაზახ სპორტსმენს მიუძღვნა

AutoSharing Option
"ტობოლმა" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიას" დამარცხება 25 წლის მოკლულ სპორტსმენ დენის ტენს მიუძღვნა. ამის შესახებ მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა აზატ ნურგალიევმა განაცხადა.

"ამ ამბის შესახებ თამაშამდე 20 წუთით ადრე გავიგეთ და ყველა შოკირებული იყო. ეს უდიდესი დანაკარგია.

25 წლის ათლეტი, რომელმაც ყაზახური სპორტისთვის უდიდესი სამსახური გასწია, მოკლეს.

ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ გამარჯვება დენის ტენს მიუძღვნას. იმედი მაქვს, დედამიწაზე სიმშვიდე დაისადგურებს", - აღნიშნა ნურგალიევმა.

დენის ტენი მაშინ მოკლეს, როდესაც მან მიატანა ორ მამაკაცს, რომლებიც მისი მანქანის სარკეებს იპარავდნენ.

ამ
დროს მას დანით ჭრილობა მიაყენეს, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. ინციდენტის ორი მონაწილიდან ერთი დააკავეს, ერთის ძებნა კი ახლაც მიმდინარეობს.

ტენი 25 წლის სპორტსმენი იყო, რომელმაც სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ სრიალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის ერთადერთი ყაზახია, რომელმაც აღნიშნულ სპორტის სახეობაში მედალი მოიგო.

მისი გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა.

alt"სამტრედია" "ტობოლთან" სტუმრადაც დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

alt"ტობოლის" მწვრთნელი - "სამტრედიასთან" მატჩზე: ამდენ მომენტს რომ ვერ გამოიყენებ, შეიძლება ცუდი შედეგი მიიღო

altგია ცეცაძე: შეგვეძლო გოლის გატანა, მერე მეორე გოლი გავუშვით და თამაშმა აზრი დაკარგა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული