სოსო ფრუიძე: ამას ვუმეორებდით ჩვენს ფეხბურთელებს და ფსიქოლოგიურად ვამზადებდით

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც სლოვენიურ "მარიბორს" დაუპირისპირდება.

პირველ ეტაპზე მათ ისრაელის კლუბ "ბეითარის" დამარცხება შეძლეს.

Sportall.ge გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დაუკავშირდა და აღნიშნულ თემებზე გაესაუბრა.

"ვიცოდით, რომ "ბეითარი" შეცვლილი იყო და კლუბის რამდენიმე ფეხბურთელს მათი რიგები დატოვილი ჰქონდა.

ისინი იყვნენ შეკრებაზე უნგრეთში, სადაც ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს და მე ამ მატჩებზე ვიმყოფებოდი.

გამოვიტანე დასკვნა, რომ ამ გუნდთან თამაში შეიძლებოდა. ამას ვუმეორებდით ჩვენს ფეხბურთელებს და ფსიქოლოგიურად ვამზადებდით.

"ბეითართან" პირველმა მატჩმაც გვანახა, რომ მათთან თამაში შეიძლებოდა. შედეგი
იქნებოდა იმაზე დამოკიდებული, თუ ჩვენ როგორ ვითამაშებდით.

ღმერთის წყალობით, ბიჭების თავდადებითა და ბრძოლისუნარიანობით, გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება "მარიბორთან" დაპირისპირებას, ამ გუნდის გაცნობის პროცესში ვარ და ჩვენისთანა კლუბებისთვის მათთან დაპირისპირება იოლი არ არის.

ორი წლის წინ ვეთამაშეთ მათ ავსტრიაში და მატჩი ფრედ, 1:1 დავასრულეთ. ჯერჯერობით შესწავლილი არ გვყავს მეტოქე, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, ახლა შესწავლის პროცესში ვართ.

ფეხბურთელის დამატება "მარიბორთან" თამაშამდე? რამდენიმე ქართულ გუნდს ვუთხარით, რომ ეთხოვებინათ მოთამაშეები.

უარი მივიღეთ და მათიც მესმის, რადგან ყველას თავისი პრობლემები და სავარჯიშო ციკლი აქვს. ისე კი ვიტყვი, რომ რომელიმე სახელოვანი ფეხბურთელის მოყვანის შესაძლებლობა არ გვაქვს და ალბათ ესეთი ჩვენთან არც მოვა.

ვფიქრობ, რომ ისევ ჯობია ესეთი შეთამაშებული გუნდი გვყავდეს და ამ შემადგენლობით ვითამაშოთ, ვიდრე ვინმე დავიმატოთ.

"მარიბორის" ბარიერის დაძლევის შანსი? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შესწავლის პროცესში ვართ და ვიცით, რომ ის ევროპის ტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თითქმის ყოველთვის გადის.

შესწავლის პროცესს, რომ დავასრულებთ, მერე უფრო ბევრ რამეზე შემეძლება საუბარი", - აღნიშნა ფრუიძემ.

altსოსო ფრუიძე: "ბეითარი" ბევრ შეცდომებს უშვებს და მათ გამოყენებას შევეცდებით

altსოსო ფრუიძე: მსაჯებმა გარკვეულ მომენტებში საკამათო გადაწყვეტილებები მიიღეს

altსოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...

altინციდენტი "ჩიხურას" მატჩში და 1 მლნ ზარალი "ბეითარს" - იერუსალიმის კლუბი შოკშია

alt"ჩიხურას" შემდეგი მეტოქე "მარიბორი" - გზა ლივერპულიდან საჩხერემდე

altრა ხდებოდა "ჩიხურას" გასახდელში "ბეითართან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altყოჩაღ "ჩიხურა"!!! - "ბეითარს" სტუმრად თამაში შემოუტრიალა და ევროპა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნუ ლაძღავთ ფეხბურთელებს... და ნუ აყენებთ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ... ყველამ მიხედოს თავის საქმეს... სურცხვილია მეტი არაფერი...
ქომაგი
14:27 22-07-2018
1
სოსო დაიმატე კარგი დეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატიდან, ამ გუნდით ვერ მოიგებ ,ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ თქვენთან რომლებიც სხვა გუნდებში 18 კაცში ვერ მოხვდებიან,როგორიცაა გუნდის კაპიტანი. ვერ დარბის ,ბურთს ვერ აჩერებს და გუნდის კაპიტანია?! სამარცხვინოა. მართალ კომენტარებს გიკეთებენ, აბა შენ იცი მიხედე საქმეს.
giorgi
14:03 22-07-2018
5

სიახლეები პოპულარული