დღეს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის "ტორპედო" ფარერების "ვიკინგურის" ბარიერს გაივლის, მისი მეტოქე ალბანურ "კუკეშისა" და აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" შორის დამარცხებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ "კუკეშის" ღირსებას ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ძარია იცავს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედო" "ვიკინგურთან" ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს შინ 26 ივლისს, 20:00 საათზე გამართავს.
საჩხერის "ჩიხურას" წყვილი 16:00 საათის შემდეგ გაირკვევა.