"ტორპედომ" ვიკინგები დაამარცხა და ფარერებზე განდევნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 ივლისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" გოტას "ვიკინგური" 3:0 დაამარცხა.

მატჩი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ მომენტების შედეგიანად დაგვირგვინებას. "ვიკინგურის" ფეხბურთელები კი მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და ცდილობდნენ თავდამსხმელებამდე ბურთი არ მისულიყო.

მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა შეხვედრის 27-ე წუთზე მაინც შეძლეს ანგარიშის გახსნა, მათე ცინცაძემ ბურთი კუთხურიდან ჩამოაწოდა და თორნიკე კაპანაძემ კარების მიმართულებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

შეხვედრის პირველ ნახევარში აქტიური იყო დაფე, რომელმაც რამდენიმე მომენტი შექმნა.
მე-40 წუთზე მას სხვაობის გაზრდა ორამდე შეეძლო, მის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით განახლდა, კახა ჩხეტიანმა მოედანზე ლაზარ მარინის ნაცვლად მილოს ლაჩნი შემოიყვანა და შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა. სლოვაკ ფორვარდს რამდენიმე შანსიც მიეცა.

მეორე გოლის გატანა ქუთაისელებმა 73-ე წუთზე შეძლეს, მათ აქტიურ შეტევებს თორნიკე კაპანაძის მშვენიერი პასი და გიორგი ქიმაძის გოლი მოჰყვა.

მე-80 წუთზე ანგარიშის შემცირება ადეშინა ლავალს შეეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ შესანიშნავად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ტორპედო" უპირატესობის მიუხედავად არ შეჩერებულა და 85-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს ლევან კუტალიამ თავი კაგრად დაახვედრა და ანგარიში 3:0 გახადა.

დარჩენილ დროშიც მიეცათ ქუთაისელებს რამდენიმე შანსი, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და 3:0 დამთავრდა.

შემადგენლობები

ქუთაისის "ტორპედო": კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი (ლაცნი 45'), გლინკა (კუხიანიძე 70'), ცინცაძე, დაფე (დოლიძე 59'), კუტალია, ქიმაძე, კაპანაძე.

"ვიკინგური": რასმუსენი, იაკობსენი, გრეგსენი, ლერვიგი, ნიბლასი, ლოკინი, იანსენი (ლერვიგი 59'), ჯორჯევიჩი, ს.ვატნჰამარი, გ.ვატნჰამარი, ლავალი

altკახა ჩხეტიანი: შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხალხო, ამ გუნდს ფინურმა ჰიკმა რომელიც თავისი ჩემპიონატის ლიდერია და გახურებული სეზონია შეთამაშებაზე რო არაფერი ვთქვა მოუგო ორი მატჩი 3:1 და 2:1. ანუ, ვერც ერთი ვერ მოუგო დიდი ანგარიშით და ორივე მატჩში გოლი გაუშვა. ამასთან თუ მოვიყვანთ შედარებას მაინც ცუდია ტორპედოს3:0 მოგება??? არ მითხრათ ახლა რაა ფინეთის ჩემპიონატი და მისი ლიდერიო :):))
sormona
15:18 27-07-2018
1
იმ ხალხის კომენტარები,რომლებიც ტორპედოს გუშინდელ მატჩს იწონებს,მე პირადად არ მიკვირს,რადგან საქართველოში არც ქართველებმა და არც უცხოელმა ჯეილებმა მატჩის ანალიზი არ იციან,ალბად იმედია ხვდებით რასაც ვამბობ და არც არავის გაუკეთებია სწორი ანალიზი დამოუკიდებლობის პერიოდში,სხვათაშორის არც 30-თი წლის წინათაც აკეთებდნენ ამას წარმატებულად,თუ არ ჩავთვლით ცხონებულ ნოდარ ახალკაცს.გაიხსენეთ ძველებმა დინამოში თითქმის სულ რუსი სპეციალისტები იყვნენ მთავარი მწვრთნელები და არა მარტო დინამოში,ე.ი მაშინაც არსებობდა ანალოგიური პრობლემა,არა ასეთი დოზით,მაგრამ არსებობდა.მოგება ვის არ გაუხარდა,მაგრამ საკითხავია ვის მოუგეთ და როგორი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ,არ დაგვავიწყდეს,რომ წინ განმეორებითი მატჩი გველის,ის რომც დავძლიოთ შემდეგ ეტაპზე რა გველის,მე მოგება მინდა უსურვო ტორპედოს,მაგრამ მოდით რალობას ჩავხედოთ თვალებში, წინსვლას და გამარჟვებას ვუსურვებ ტორპედოს,ღმერთმა ქნას ლიგის ჯგუფში მოხვდეს,მაგრამ ამ რესურსით და ბაგაჟით ეს თქვენც ხომ იცით,რომ სამწუხაროდ შეუძლებელია.
roma
14:11 27-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული