"ტორპედომ" ვიკინგები დაამარცხა და ფარერებზე განდევნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 26 ივლისს ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ქუთაისის "ტორპედომ" გოტას "ვიკინგური" 3:0 დაამარცხა.

მატჩი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით დაიწყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ფეხბურთელები ვერ ახერხებდნენ მომენტების შედეგიანად დაგვირგვინებას. "ვიკინგურის" ფეხბურთელები კი მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და ცდილობდნენ თავდამსხმელებამდე ბურთი არ მისულიყო.

მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა შეხვედრის 27-ე წუთზე მაინც შეძლეს ანგარიშის გახსნა, მათე ცინცაძემ ბურთი კუთხურიდან ჩამოაწოდა და თორნიკე კაპანაძემ კარების მიმართულებით ბურთი ზუსტად გადაგზავნა.

შეხვედრის პირველ ნახევარში აქტიური იყო დაფე, რომელმაც რამდენიმე მომენტი შექმნა.
მე-40 წუთზე მას სხვაობის გაზრდა ორამდე შეეძლო, მის მიერ წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი "ტორპედოს" აქტიური შეტევებით განახლდა, კახა ჩხეტიანმა მოედანზე ლაზარ მარინის ნაცვლად მილოს ლაჩნი შემოიყვანა და შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა. სლოვაკ ფორვარდს რამდენიმე შანსიც მიეცა.

მეორე გოლის გატანა ქუთაისელებმა 73-ე წუთზე შეძლეს, მათ აქტიურ შეტევებს თორნიკე კაპანაძის მშვენიერი პასი და გიორგი ქიმაძის გოლი მოჰყვა.

მე-80 წუთზე ანგარიშის შემცირება ადეშინა ლავალს შეეძლო, თუმცა როინ კვასხვაძემ შესანიშნავად იმოქმედა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

"ტორპედო" უპირატესობის მიუხედავად არ შეჩერებულა და 85-ე წუთზე, გრიგოლ დოლიძის ჩაწოდებულ ბურთს ლევან კუტალიამ თავი კაგრად დაახვედრა და ანგარიში 3:0 გახადა.

დარჩენილ დროშიც მიეცათ ქუთაისელებს რამდენიმე შანსი, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა და 3:0 დამთავრდა.

შემადგენლობები

ქუთაისის "ტორპედო": კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი (ლაცნი 45'), გლინკა (კუხიანიძე 70'), ცინცაძე, დაფე (დოლიძე 59'), კუტალია, ქიმაძე, კაპანაძე.

"ვიკინგური": რასმუსენი, იაკობსენი, გრეგსენი, ლერვიგი, ნიბლასი, ლოკინი, იანსენი (ლერვიგი 59'), ჯორჯევიჩი, ს.ვატნჰამარი, გ.ვატნჰამარი, ლავალი

altკახა ჩხეტიანი: შევეცდებით მეორე შეხვედრაშიც გავიმარჯვოთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
ევროსარბიელზე მოგებებს კი არა ფრეებს ვიყავით დანტრებული, მიუხედავად იმისა ვინ გვხვდებოდა.. აგერ შერიფს მოუგეთ, დღეს ვიკონგურს, იქით ჩიხურამ.ბეითარს სძლია, დინამომაც და სამტრედიამაც თავი არ შეირცხვინეს და რა უნდა ამ ხალხს, ნაცვლად მილოცვისა რატომ ილანძღებიან ? გილკცავთ ტორპედოა გამარჯვებას და ჩიხურას ფრეს
12
თქვენ ნორმალურები ხართ???? გუნდი აგებს და რატო აგებსო იგებს და ეს რა ჯანბადაბაა რატო იგებენ ასე აპირებენო?!
normalurebiiiiiii
22:27 26-07-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული