"ჩიხურა", გუნდი-სიურპრიზი - რეალურად შევხედოთ, ინტერნეტში გვიხარია, სტადიონზე კი არ მივდივართ

AutoSharing Option
ქართული გუნდებიდან ევროტურნირების პირველ ეტაპზე მხოლოდ საჩხერის "ჩიხურამ" შეძლო გამარჯვება.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა იმ "ბეითარს" სძლიეს, რომლის ბიუჯეტიც იმერულ კლუბთან შედარებით გაცილებით დიდია და დაიწერა უამრავი მხარდამჭერი წერილი თუ კომენტარი, ხოლო საქმე-საქმეზე როდესაც მიდგა, "მარიბორთან" მატჩზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ოდენ 800 გულშემატკივარი (!) მივიდა.

ანუ, ფაქტობრივად, გუნდი გავწირეთ. მან საკუთარზე კი არა, არამედ ნეიტრალურ მოედანზე ითამაშა. და საკითხავია, როდესაც საქართველოში კლუბები ტელეტრანსლაციებიდან პრაქტიკულად ფულს ვერ იღებენ, როდესაც რეკლამა არ არსებობს, ხალხი სტადიონზე არ მიდის
და შესაბამისად, ბილეთებიც არ იყიდება და შემოსავალი არ არსებობს, როგორ არსებობენ, როგორ სულდგმულობენ?

არადა, ეს გუნდი აშკარად უკეთეს თანადგომას იმსახურებს, რამეთუ თავდადებულია, ბოლომდე იხარჯება და ეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის კვალობაზეც კი საუკეთესო შემადგენლობა არა ჰყავს. არც სათადარიგოთა სკამი აქვს გრძელი და რასაც ახერხებს, ნამდვილი სპორტული გმირობაა. მისი მეტოქე კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდა და აი, ასეთ მოწინააღმდეგეს შეეჭიდნენ საჩხერელები. ტოლიც არაფერში დაუდეს. პირიქითაც შეიძლება ითქვას.

კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა თავიანთი ფეხბურთელები სლოვენიურმა კლუბმა, ძირითადად, გამოუყენებელი მომენტების გამო, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ ქართული გუნდი ხელწამოსაკრავი სულაც არაა, კარგად ითამაშა, განსაკუთრებით, მეორე ტაიმში და "ბეითარი" შემთხვევით სულაც არ დაუმარცხებია.

მათმა მწვრთნელმა დარკო მილანიჩმა თქვა, რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვისაც კი ეს ძალიან ლამაზი თამაში იყო; ქართველები ტექნიკურები არიან და წინა მეტოქესთან, ალბანურ "პარტიზანთან" შედარებით, უფრო ორგანიზებულად თამაშობენ. ვერაფერს იტყვი, მართლაც ობიექტური შეფასებაა.

alt"მარიბორის" თავკაცი: დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით

ფრუიძე ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქართულ ფეხბურთში, რომელიც გლობალურად აზროვნებს, გუნდს გუნდურად ათამაშებს და ამავე დროს, ფეხბურთელებს ინდივიდუალიზმის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

რა თქმა უნდა, "ჩიხურა" შეცდომებსაც უშვებს, მეტადრე, დაცვის მარჯვენა ფლანგზე, სადაც აქტიურმა ტავარესმა გაილაღა, მაგრამ რასაც ახერხებს, ეს მაქსიმუმის მაქსიმუმია. მარტო თავდადებით და მოედანზე ბოლომდე დახარჯვით თანამედროვე ფეხბურთში შორს ვერ წახვალ. ამ გუნდმა იცის, სინქრონულად როგორ იმოქმედოს, აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი, გააჩნია სტრატეგია და ტაქტიკურად განსწავლულია.

 

 

altსოსო ფრუიძე: ჩვენი დევიზია - ყველაფერი შესაძლებელია!

მართალი გითხრათ, გამაკვირვა ნამატჩევს ჩატარებულმა სოსო ფრუიძის პრესკონფერენციამ, მისმა სიტყვების მარაგმა. ეტყობა კაცს, რომ წიგნიერია, რაც ჩვენს კი არა, საერთოდ, მსოფლიოს ფეხბურთშიც დიდი იშვიათობაა. ლამის ფილოსოფიურად განმარტა ყველაფერი და შესანიშნავი პედაგოგიც ჩანს. იცის, რა შეუძლია მის კრებულს და რა შეუძლია მწირი შესაძლებლობიდან მიიღოს. სხვისი არ ვიცი და მე პირადად მიმაჩნია, რომ ფეხბურთის ფედერაცია (ძველიც და ახალიც) სათანადოდ არ აფასებს, თორემ აქამდე რომელიმე ასაკობრივ ნაკრებს მაინც ანდობდნენ, მაგრამ ეტყობა, "არავის კაცი" არაა.

Sportall.Ge

რა შანსი აქვს "ჩიხურას" საპასუხო შეხვედრაში? პირველ რიგში, ისაა გასათვალისწინებელი, რომ "მარიბორს" შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გოლის გატანა ესაჭიროება. ამისათვის სულ სხვანაირად ითამაშებს, ამდენი კრიტიკის შემდეგ დებიუტშივე აქტიურად შეუტევს, სასტარტო შტურმის მოგერიება იქნება აუცილებელი და ეგებ სახიფათო კონტრშეტევის შანსიც გაუჩნდეთ საჩხერელებს.

"ბეითართან" იერუსალიმური მატჩის წინ ფრუიძემ ბრძანა, რომ მეტოქეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოიყენებდა. გამოიყენა კიდეც. გუშინ კი მილანიჩმა დაახლოებით იგივე თქვა:

"დღევანდელ თამაშში გარკვეულწილად მეტოქეს დავაკვირდით და მისი სუსტი წერტილები
დავინახეთ. ახლა ვეცდებით, საშინაო შეხვედრაში ეს ყველაფერი საჩვენოდ გამოვიყენოთ და მოვიგოთ".

რა თქმა უნდა, სლოვენიური გუნდის თამაში ფრუიძემაც გაშიფრა და თავისი კონკრეტული და მიზანმიმართული გეგმაც ექნება.

ბუნებრივია, ბევრი რამ გამართლებაზეც იქნება დამოკიდებული. თუმცა, როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს სლოვენიაში შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში "ჩიხურა" ქების ღირსია და ეს პირადად ჩემთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვისაც გუნდი-სიურპრიზი, გუნდი-აღმოჩენაა.

მიდი, "ჩიხურა"! მიდი!

 

alt"ჩიხურა" - "მარიბორი" 0:0 - განმეორდება "ბეითარის" სცენარი? [VIDEO]

alt"მარიბორის" ფანების გამოხმაურება "ჩიხურასთან" მატჩის შემდეგ: სიცხე, ვაზიანის წვრთნები და ძალიან ცუდი თამაში

მკითხველის კომენტარები / 27 /
მხოლოდ და მხოლოდ ქება "ჩიხურას"... თანაც, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ... 10 გუნდიან სისტემაზე გადასვლა ნელ-ნელა თავის შედეგს იძლევა... გულშემატკივრებო!!! მობრძანდით სტადიონზე... საქართველოს ჩემპიონატზე ბევრი კარგი თამაშია!!!
tngh
27 ივლისი 2018 14:02
2
ერთი სტადიონი ისე როგორ ვერ მოაწყვეს საჩხერეში, რომ ჩიხურამ საკუთარ მოედანზე ითამაშოს. დარწმუნებული ვარ საჩხერელები გაავსებდნენ სტადიონს. ნეტა ვინმე მდიდარი ქველმოქმედი კაცი გამოჩნდებოდეს საჩხერეში და დაეხმაროს გუნდს :))))
irakli81
27 ივლისი 2018 15:51
0
აბა :) და მერე მთავრობაში მოვიდოდეს ის მილიარდერი კაცი :))
ფაშა
27 ივლისი 2018 17:08
2
ეგ ერთი სულიერის ბრალია რატომ უნდა ატარებდეს ჩიხურა თამაშს თბილისში აეშენებინა 5000 კაცზე უეფას სტანსარტების სტადიონი არ შეიძლებოდა?
912
27 ივლისი 2018 14:16
4
გამოკითხვა არასწორია რადგან ბათუმიდან ჩამოსვლა ცოტა ძნელია ეკონომიკური თვალსაზრისით, სტატია არ ვარგა, გულშემატკივართა ლანძღვას შეეშვით და ფედერაცია გალანძღეთ რომ თამაში თამაშს გავდეს და არა ბალეტს, რას ვუყურო როგორ გორავს ფეხბურთელი ერთი საათი ძირს როცა ოდნავ შეეხება ვინმე და ექიმები როგორი პროფესიონალები ყავთ გუნდებს? მართალი ხართ რომ ჩიხურას თამაშზე უნდა მისულიყო ხალხი სააღოლ კიდევ ერთხელ ჩიხურას და ჯგუფში რომ გავლენ დამიჯერეთ სტადიონი შეივსება მანამდე არა რადგან ხალხი დროდადრო გამონათებებს შეეჩვია და მერე იმედგაცრუებებს, ჯერ სტადიონზე მოსვლის მიზეზი მიეცით ხალხს და მოვა, შენ ჟურნალისტი ხარ და არა გულშემატკივართა კრიტიკოსი. იმედია გამომიქვეყნებთ
roma
27 ივლისი 2018 15:06
6
კაკრების მწვრთნელად ფრუიძე???თუნდაც ასაკობრივის?ეგხომსისულელეა...ჩვენთან ნებისმიერ ნაკრებში :ალო ხოიცი ის ჩემიანიას პრინციპით ხვდება უმეტესი და ასი ფრუიძეც რომ იყოს ერთად,სანამ ალო ჩენმიანია არ მორჩება სულ ეს შედეგი იქნება....ფრუიძეს და ჩიხურასწარმატებები მინდა უსურვო....
euhh
27 ივლისი 2018 17:48
3
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ვერ წავედი სტადიონზე. თუმცა ამ შეცდომას აუცილებლად გამოვასწორებ!!! მე ჩემსას ვიძახი და გავაკეთებ და თქვენ თქვენი თქვით და გააკეთეთ.
svani!
27 ივლისი 2018 14:00
1
ქება "ჩიხურას"! საჩხერეს სტადიონი უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც ბათუმს.
მერაბი
27 ივლისი 2018 15:54
2
ირაკლი ეგრე ფიქრობდნენ ბევრი შენნაირად როცა ბურსასპორს ხვდებოდა ჩიხურა, რო არ წააგოს დიდი ანგარიშით და საერთოდ გაცდეს მარიბორს შენ რას დაწერ მერე ეგ არი საინტერესო
Ultranationalist
27 ივლისი 2018 14:36
1
და ამ დროს ბიძოს ერთი სტადიონი მაინც აეშენებინა საჩხერეში, რაგბის სტადიონებს რომ გადაყვა
zviadi
27 ივლისი 2018 15:27
8
სადაც აშენებულია და თამაშია იქ არ დადის ხალხი, ხოლო საჩხერეს მისი შესაფერისი სტადიონი კი აქვს.
tazo
27 ივლისი 2018 16:08
4
ასეთი სიტუაცია როგორიც საქართველოშია თამაშებზე დასწრების მხრივ მგონი ევროპის სხვა არცერთ ქვეყანაში არაა. 800 გულშემატკივარი რომ მოვა 30 ათასიან სტადიონზე სირცხვილიც კია. ხალხი 1981 წელში ჩარჩა და ვერ ხვდება, რომ დღევანდელი ქართული ფეხბურთისთვის ბეითართან გამარჯვებაც ძალიან კარგი და ჩიხურას შემთხვევაში შესანიშნავი შედეგია. მგონია დროა რომ მოვრჩეთ ილუზიებში ყოფნას და რეალობას თვალი გავუსწოროთ.
saba
27 ივლისი 2018 15:44
0
შეადარე 1981 წლის ცხოვრების დონე დღევანდელს და მიხვდრბით რატო არ დადის ხალხი სტადიონზე
data
28 ივლისი 2018 09:03
0

სიახლეები პოპულარული