თსუ სტუდენტური ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
პორტუგალიის ქალაქ კოიმბრაში მიმდინარე ევროპის სტუდენტურ თამაშებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ნახევარფინალში გავიდა.

დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა თსუ-ელებმა მეოთხედფინალური დაპირისპირება ნორვეგიის ეკონომიკური უნივერსიტეტის გუნდს 5:2 მოუგეს.

მატჩის საწყისი 15 წუთი უგოლოდ გაილია, ხოლო მე-16 წუთზე, 9 წამის ინტერვალში თბილისელებმა 2-ჯერ დალაშქრეს ნორვეგიელთა კარი. გოლების გატანა ზურაბ ლუკავამ და ნოდარ ქურცაძემ შეძლეს. ერთ წუთში სკანდინავიელთა კარის ბადე შალვა კაპანაძემაც შეარხია და თსუ-მ მოგებაზე სოლიდური განაცხადი გააკეთა - 3:0.

შესვენებამდე ნორვეგიელებმა 1 გოლი გაქვითეს, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი ქართველების სასიკეთოდ გადაწყდა. უგოლოდ გალეული
მეორე ტაიმის 14 წუთის შემდეგ, თსუ-ელებმა მატჩის 35-ე და 36-ე წუთებზე გოლები გაიტანეს (ნოდარ ქურცაძე, ნიკოლოზ ფხაკაძე) და 5:1 გალიდერებით მატჩის ბედი გადაწყვიტეს. დარჩენილ 4 წუთში სკანდინავიელმა ერნელდ ლუნდმა პრესტიჟის გოლი შეაგდო და თსუ-ს გამარჯვებაც დაფიქსირდა - 5:2.

თსუ-ს ნახევარფინალში პორტუგალიური - მინიოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდება, რომელმაც დაძაბულ მეოთხედფინალურ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა ბელგრადის უნივერსიტეტი. მეორე ნახევარფინალური წყვილი ესპანეთის მალაგისა და პორტუგალიური კოიმბრას უნივერსიტეტთა გუნდებმა შეადგინეს.

თსუ-სა და მინიოს ნახევარფინალური მატჩი 27 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა შეგეძლებათ ევროპის სტუდენტური თამაშების Youtube-ს არხზე.

altთსუ-მ ფრანგებს სძლია და მეოთხედფინალში ნორვეგიელებს შეხვდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული