Sportall.ge ფრუიძეს დაუკავშირდა და თავდაპირველად მატჩის შეფასება სთხოვა.
"პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც მკითხეს რის ხარჯზე უნდა დაგვემარცხებინა "მარიბორი", მაშინ ვთქვი, რომ საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით.
რა თქმა უნდა, "მარიბორს" უპირატესობა ჰქონდა და რამდენიმე შანსი მათაც გატანილ ბურთად ვერ გარდასახეს, თუმცა 1:0-ზე მომენტი ჩვენც გვქონდა.
ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა".
სოსო ფრუიძეს "მარიბორის" მთავარ მწვრთნელ
"სამწუხაროდ, ეს ქართული სენია. იმ დონეზე და სისწრაფეებზე ვერ ვთამაშობთ, რასაც ევროპაში მოითხოვენ".
"მარიბორის" ბარიერის დასაძლევად გამოცდილება, ფიზიკა და საგოლე მომენტების გამოუყენებლობა დაგვაკლდა".
ბოლოსკენ, ფრუიძეს კლუბის სამომავლო გეგმებზეც შევეკითხეთ.
"რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვიბრძვით, რომ ვთქვათ ევროპის ლიგაზე მაინც ვითამაშოთ. წელს მნიშვნელოვანი დაგეგმილი არაფერი გვქონდა და გვინოდა, რომ 6-7 გუნდში ვყოფილიყავით.
ამ მოცემულობისთვის არის შანსი, რომ რაღაც ტიტულისთვის ვიბრძოლოთ და ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა ფრუიძემ.
"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით
"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]