სოსო ფრუიძე: "მარიბორის" ბარიერის დასაძლევად სწორედ ეს დაგვაკლდა

AutoSharing Option
გამოცდილება, ფიზიკა და საგოლე მომენტების გამოუყენებლობა - ეს ის კრიტერიუმებია, რაც სოსო ფრუიძის აზრით საჩხერის "ჩიხურას" მარიბორის ბარიერის დასაძლევად დააკლდა.

Sportall.ge ფრუიძეს დაუკავშირდა და თავდაპირველად მატჩის შეფასება სთხოვა.

"პირველი შეხვედრის შემდეგ, როდესაც მკითხეს რის ხარჯზე უნდა დაგვემარცხებინა "მარიბორი", მაშინ ვთქვი, რომ საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა, რაც სამწუხაროდ ვერ შევძელით.

რა თქმა უნდა, "მარიბორს" უპირატესობა ჰქონდა და რამდენიმე შანსი მათაც გატანილ ბურთად ვერ გარდასახეს, თუმცა 1:0-ზე მომენტი ჩვენც გვქონდა.

ვიტყოდი, რომ ამ შეხვედრაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა".

სოსო ფრუიძეს "მარიბორის" მთავარ მწვრთნელ
დარკო მილანილიჩის კომენტარზეც დავეკითხეთ, რომელმაც განაცხადა, რომ მეტოქე ბოლოსკენ ფიზიკურად სუსტად გამოიყურებოდა.

"სამწუხაროდ, ეს ქართული სენია. იმ დონეზე და სისწრაფეებზე ვერ ვთამაშობთ, რასაც ევროპაში მოითხოვენ".

"მარიბორის" ბარიერის დასაძლევად გამოცდილება, ფიზიკა და საგოლე მომენტების გამოუყენებლობა დაგვაკლდა".

ბოლოსკენ, ფრუიძეს კლუბის სამომავლო გეგმებზეც შევეკითხეთ.

"რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვიბრძვით, რომ ვთქვათ ევროპის ლიგაზე მაინც ვითამაშოთ. წელს მნიშვნელოვანი დაგეგმილი არაფერი გვქონდა და გვინოდა, რომ 6-7 გუნდში ვყოფილიყავით.

ამ მოცემულობისთვის არის შანსი, რომ რაღაც ტიტულისთვის ვიბრძოლოთ და ამას გავაკეთებთ", - აღნიშნა ფრუიძემ.

alt"მარიბორის" მწვრთნელი: სარდალიშვილს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გადავრჩით

alt"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
Samcuxarod udidesi sircxvili am gundis uprosobas rom 2-3 normaluri tundac kartveli pexburteli ver daimates am sakvalipikacioze gundi ibrdzoda rac kartuli gundebisgan uishviatesia amistvis didi madloba mat :)))))))))))
!!!!!!!
11:56 04-08-2018
0
სოსო, კარში დამრტყმელი არა გყავთ გუნდში არავინ.ცხონებული რამაზ შენგელიასნაირი ფორვარდი გინდათ.
status quo
12:17 04-08-2018
1

სიახლეები პოპულარული