დღეს წილისყრაა - ვინ იქნება "ტორპედოს" მეტოქე, თუ ის ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრაა და იმ შემთხვევაში, თუ "ტორპედო" "კუკეშის" ბარიერს გადალახავს, მისი ბოლო მეტოქე გაირკვევა.

წილისყრა ჩვენი დროით 15:30 წუთზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ ეტაპზე ევროპა ლიგის ჩემპიონთა გზაზე 10 გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონთა გზის 6 დამარცხებული გუნდი ემატება, რომელთაგანაც ყველა განთესილი იქნება.

ქუთაისის "ტორპედოს" შესაძლო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეიძლება იყოს ამათ შორის დამარცხებული:

  • მალმიო (შვედეთი) - ვიდი (უნგრეთი)
  • სელტიკი (შოტლანდია) - აეკი (საბერძნეთი)
  • ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - ბატე (ბელორუსი)
ან ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე წყვილში გამარჯვებული:
  • ლუდოგორეცი
    (ბულგარეთი) - ზრინსკი (ბოსნია ჰერცეგოვინა)

შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" "კუკეშს" თბილისში 9 აგვისტოს დაუპირისპირდება. საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება.

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
(ბულგარეთი) - ზრინსკი (ბოსნია ჰერცეგოვინა) ამათ შორის გამარჯვებულს ვხვდებით თუ გავალთ შემდეგ ეტაპზე
0
სტატია დაარედაქტირეთ და შემცირდა სავარაუდო მეტოქეების ალბათობა? ანუ ამ 4 წყვილიდან ერთ-ერთს ვხვდებით კუკესის გავლის შემთხვევაში?
ააა
13:58 06-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული