აი, რას წერს აღნიშნული გამოცემა:"საუბარია "რუსთავის" 17 წლის ქართველ სუპერტალანტზე, რომელსაც ფლანგებსა და ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში. ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ამა წლის მარტში გადავიდა "რუსთავში".
პორტალი transfermarkt.com-ი ხვიჩას 350 ათას ევროდ აფასებს, მას ძალიან დადებითი გამოხმაურება აქვს და საქართველოში სუპერტალანტად ითვლება".
ეს მასალა საიტის პირველ გვერდზეა გატანილი და თან ვიდეოებიც აქვს დართული.
საერთოდ, სიომინი მეტად კარგადაა განწყობილი ქართველი ფეხბურთელების მიმართ და ადრე განაცხადა:"ჩვენთან ქართველები ყოველთვის კარგად თამაშობდნენ. როგორც კი ჩვენთან ქართველი გადმოდის, "ლოკომოტივი" რაღაცას იგებს. ამიტომ მოვიწვიეთ კვირკველია".
საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა