რატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ალბანური "კუკეშის" რამდენიმე ფეხბურთელისთვის ვიზის არმიცემის შესახებ პოზიცია დააფიქსირა.

გუშინ ალბანურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს საკონსულომ მათ ოთხ ფეხბურთელს ვიზა არ მისცა და ისინი ფეარ-პლეის პრინციპების დარღვევაში "ტორპედოს" ადანაშაულებდნენ.

alt"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის "ტორპედოში" განგვიცხადეს, რომ კლუბი არ მონაწილეობს ვიზის გაცემაში, ისინი მხოლოდ მოწვევებს აკეთებენ და ინფორმაციის მოწოდებისთანავე მოწვევები საკონსულოში გა

დააგზავნეს.

რაც შეეხება სავიზო პრობლემებს, ისინი გამოწვეული იყო იმით, რომ კოსოვოს საქართველო არ აღიარებს და შესაბამისად, მათ ფეხბურთელს უარი ეთქვა ვიზის გაცემაზე, თუმცა კლუბის ჩარევის შემდეგ მოხერხდა კოსოვოელი ფეხბურთელის საქართველოში შემოშვება. ანალოგიური პრობლემაა საქართველოში მოზამბიკის მოქალაქეების შემოსვლაზეც.

რაც შეეხებათ მაკედონიელებს, როგორც კლუბში გვითხრეს, ეს ფეხბურთელები თავდაპირველ სიაში არ იმყოფებოდნენ და წამოსვლამდე ერთი დღით ადრე მიიღეს ინფორმაცია, რის შედეგადაც მათთვის ვიზის გაცემა ვერ მოესწრო.

გამომდინარე აქედან, რეჯინალდოს მოზამბიკიდან, ვალონ ეტემის და ედის მალიქის მაკედონიიდან ვიზები არ მისცეს და ისინი "კუკეშს" "ტორპედოსთან" მატჩში ვერ დაეხმარებიან, ხოლო რაც შეეხება ფატჯონ მალოკუს კოსოვოდან, მას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვიზა უკვე აქვს.

 

 

altირაკლი ძარიას "კუკეში" - რას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? [VIDEO]

ამის გამო ალბანურ მხარეს მატჩის გადადება სურდა, თუმცა მათ უეფასგან კატეგორიული უარი მიიღეს. "ტორპედოს" ამ ეტაპზე არაფერი ემუქრება, რადგან მათ სრულფასოვნად შეასრულეს უეფას მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ სავიზო პრობლემების გამო "ტორპედომ" ფარერების კუნძულებზე დაფე და გლეოფილო ჰასეილბანკი ვარ წაიყვანა. კლუბში გვითხრეს, რომ "ტორპედოს" უკვე მოგვარებული აქვს ყველანაირი სავიზო საკითხი და ალბანეთში სრული შემადგენლობით გაემგზავრება.

9 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედო" ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 ლარია. ხოლო შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მათი გაღიზიანება გამოიწვია,კოსოვოს არ აღიარებამ, კოსოვო ხომ ალბანელებითაა დასახლებული.
ძალიან მოტყუვდა ტორპედო, როცა ჩაერია და კოსოველ ფფეხბურთელზე გამონაკლისი დააშვებინა.
მირიან
09 აგვისტო 2018 08:52
0
თბილისი თქვენ გვერდითა ბიჭებო! არავის არ აინტერესებს ზოგიერთი პრიმიტიულად მოაზროვნე ჯგუფების ვითომ ,,მტრობა"
სახელი
08 აგვისტო 2018 18:53
0
ქარტველებზე რო ვინმე იტყვის სტუმარტმასპინზლობა არ იციანო... ვაი ტქვენს პატრონს... წინ ტორპედო
ave
08 აგვისტო 2018 17:12
0
ხვალ "ტორპედო"-მ "კუკეშს" უნდა ჩააკუკოს
Fani
08 აგვისტო 2018 15:10
2
ხვალ უნდა გავაპოთ ბომჟები, ყველანი სტადიონზე!!!
შაკო
08 აგვისტო 2018 14:41
3
ჯერ ტორპედო არაფერ შუაშია ვიზის მიცემა არ მიცემასთან და მერე მეორე ცოტა ზრდილობიანი უნდა იყო გამონათქვამებში..რაც შეეეხება კოსოვოს არააქვს საქართველოს საგარეო უწყებას დასაბუთების შემთხვევაში უარის უფლება ხოლო ცნობა არცნობა ეგ მეორე საკითხია.აქ ახალგაზრდული თამაშები რომ იყო დროშის გარეშე ყავდათ დელეგაცია შემოშვებული რადგან სანქციებს ვერ ავცდებოდით.
zaza
08 აგვისტო 2018 14:11
2
ვიზის გაცემა-არგაცემაზე მოეკითხოს შესაბამის უწყებებს, ჩვენ კი "ტორპედოს" გამარჯვება და პლეი-ოფში გასვლა ვუსურვოთ!
მერაბი
08 აგვისტო 2018 14:04
0
რაღაც გაუგებარი რამ ხდება - კოსოვოელ ფეხბურთელს ვიზა ვინ მისცა? მოზამბიკელ ფეხბურთელებზე რა პრობლემაა, გაგვაგებინონ. მოზამბიკს ოკუპირებული ტერიტორიები არ უცვნია, როგორც ვიცი.
მერაბი
08 აგვისტო 2018 12:51
3
ხვალ ისე უნდა შეუსრულოთ ბიჭებო,რომ საერთოდ დაკარგონ ლაპარაკის სურვილი.
TBILISI
08 აგვისტო 2018 12:26
2
ასე მგონია აქ კუკეშის ფანები უფრო მეტია ვიდრე ტორპედოს.დდ
Mmm
08 აგვისტო 2018 11:53
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული