კახა ჩხეტიანი: ჩვენი სტრატეგია გვაქვს მეტოქის წინააღმდეგ და ჩემი გუნდის იმედი მაქვს

AutoSharing Option
ხვალ, 9 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედო" 21:00 საათზე ალბანურ "კუკეშს" დაუპირისპირდება, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მომავალ დაპირისპირებაზე კახა ჩხეტიანმა ისაუბრა.

- დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა და ქედს ვიხრით გმირების წინაშე. რაც შეეხება გუნდს – ჩვენი გუნდი მზადაა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და ამიტომ, ვალდებულები ვართ, წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. მინდა, ყველა ქართველს ვთხოვო, მოვიდნენ, გვიგულშემატკივრონ. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

მეტოქე ძალიან მებრძოლი გუნდია. თამაშობენ კონტრშეტევაზე. “ყარაბაღთან” მატჩს თუ ავიღებთ, მეტოქეს სივრცეებს არ უტოვებდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგია გვაქვს
მეტოქის წინააღმდეგ და მე ჩემი ფეხბურთელების ძალიან დიდი იმედი მაქვს. გუნდი ოპტიმალური შემადგენლობითაა, ყველა მზადყოფნაშია და ვინც 100%-ით მზად იქნება, ისინი გავლენ მოედანზე. ლევან კუტალიაც ვარჯიშობს, ახლა კარგადაა.

მატჩამდე მოლოდინი ძალიან დიდია და დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი მოვა. ქუჩაშიც კი, ყველა წარმატებებს გვისურვებს. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთი ძალიან უყვართ და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ლეგიონერია, ადგილობრივი თუ უცხო პლანეტიდან ჩამოსული, ყველა ითამაშებს თუ ის მზად იქნება. თუ ვინმე მზად არაა, რა თქმა უნდა, მოედანზე ვერ გავა. რაც შეეხება ჰასელბაინკს, ის ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ვარჯიში ახალი დაწყებული აქვს და ამ კონკრეტულ თამაშში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, შესაძლოა განაცხადში ვერ მოხვდეს. თუმცა, ის ვინც 18 კაცში ვერ ხვდება, იმას არ ნიშნავს, რომ მათი იმედი არ გვაქვს. მომავალში, როდესაც მზად იქნება, აუცილებლად ითამაშებს.

რა თქმა უნდა, საკუთარ მოედანზე თამაში უფრო კარგია და ვინც ახერხებს თბილისში ჩამოსვლას, ქუთაისში მოვიდოდნენ. როგორც ვიცი, მოედნის საფარის პრობლემაა. ამ დროისთვის მთლიანად გამოსაცვლელია. სხვა კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი, ეს სახელმწიფოს პრორეგატივაა. ჩვენთვის კი, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ქუთაისში ვერ ვთამაშობთ. თუმცა, რაც მთავარია, საქართველოში ვთამაშობთ.

ძარია კარგი ფეხბურთელია, პროფესიონალია და თავისი გუნდისთვის მაქსიმალურად დაიხარჯება. სხვა ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩვენთვის მთავარი ჩვენი გუნდია და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი



მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთი არ მოგეგოს მაგ შენი სტრატეგიით...
status quo
17:13 09-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული