"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქემ, "კუკეშმა" განცხადება გაავრცელა და ქართული მხარე პრობლემების შექმნაში დაადანაშაულა. ამასთან დაკავშირებით ქართულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ჩვენ დღესაც და აუცილებლად "კუკესის" მიერ საქართველოს დატოვების ბოლო წუთამდე ვცდილობთ და ვეცდებით მიუხედავად ჩვენს მიმართ არსებული უსაფუძვლო ბრალდებებისა, გვერდით დავუდგეთ სტუმარ გუნდს.

უღრმესი მადლობა გვსურს გადავუხადოთ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, ხოლო ჟურნალისტებს მოთმინებისა და გულისხმიერი დამოკიდებულებისთვის.

ვიცით, რომ გულშემატკივარი ითხოვს ახსნას, მაგრამ გვერწმუნეთ, უეფასთან სათანადო ახსნა უკვე გაკეთებულია. ჩვენი კლუბი ამ
ფორმით იცავს უეფას მთავარ წესს - პატივი სცეს ფეხბურთს და ნებისმიერ მოწინააღმდეგეს.

საუბარი 4 ფეხბურთელის ვერჩამოყავანაზე იყო. ამ ოთხიდან, ერთი კოსოვოს მოქალაქეა, ერთი - მოზამბიკის და ორიც - მაკედონიელი. როგორც კი ალბანური მხარისგან ფეხბურთელებზე ინფორმაცია მივიღეთ, მოწვევები რამდენიმე წუთში გადაგზავნილიქნა. კოსოვოს მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის პრობლემა რომ ექნებოდა, ეგ თავად ალბანელებსაც უნდა სცოდნოდათ. მიუხედავად ამისა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებისა და ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, მოხერხდა გამონაკლისის სახით მათი საქართველოში შემოსვლა.

რაც შეეხება ორ მაკედონიელ ფეხბურთელს: სტუმარმა გუნდმა "ტორპედოს" მათზე მოთხოვნა მატჩამდე ორი დღით ადრე გამოუგზავნა. მოწვევები ეგრევე გაიგზავნა, რასაც ოფიციალური მიმოწერაც ადასტურებს, ხოლო ის, რომ წარმოუდგენელი იყო, 1 დღეში მათზე ვიზის გაცემა, ისედაც გასაგებია, მითუმეტეს, რომ სავიზო განაცხადები ხარვეზებით იქნა ატვირთული. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მიუხედავად ზემოთხსენებულისა, ერთობლივი ძალებით, მოხერხდა და მაკედონიელებზე ვიზები გაიცა, მაგრამ როგორც კი შევატყობინეთ "კუკესს" ამის შესახებ, გვითხრეს, რომ ვიზები აღარ სჭირდებათ - მიზეზის ახსნის გარეშე...

მოზამბიკელ ფეხბურთელს ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა უპრობლემოდ შეძლოს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა.

ალბანური გუნდი თბილისშია და მატჩის ჩაშლას საფრთხე არ ემუქრება!

მადლობა მოთმინებისა და გულშემატკივრობისთვის".

alt"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ

altრატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი

მკითხველის კომენტარები / 4 /
წინ ტორპედო დაიკიდეთ
roma
21:26 08-08-2018
1
ასეა, რაც უფრო თავს გადაყვები იმას ვინც არაფრად გაგდებს უფრო მეტი მოთხოვნები და პრეტენზიები ექნება! არაა მისაცემი ვიზა და არ მისცე! არ უნდა ამდენი ბოდიშობა. ამ უნამუსოებს ეტყობათ რო სპეციალურად აკეთებენ ამას, დამლაგებლის ფუნქციაც რო ქონოდათ იმ ფეხბურთელებს აუცილებლად წამოიყვანდნენ
უნამუსოები
22:36 08-08-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული