კახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" "კუკეში" 5:2 დაამარცხა. შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ქუთაისელთა მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა ისაუბრა.

- სასიხარულოა, რომ კარგი ანგარიშით გავიმარჯვეთ, იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა.

დღევანდელ თამაშში დავინახე ის, რომ მათი სტანდარტულები საკმაოდ სახიფათოა. სამწუხაროდ, შეხვედრის ბოლოს ჩვენ დავკარგეთ კონცენტრაცია, მათ ამ დროს კბილები გამოაჩინეს და ამის ფონზე მიეცათ რამდენიმე შანსი, ჩვენ აუცილებლად გვმართებს, რომ აღმოვფხრათ მინუსები.

რა თქმა უნდა, მეტოქე საკუთარ მოედანზე იბრძოლებს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნით მივდივართ და მაქსიმუმს
გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ყველაფერს პროფესიონალურად უნდა მოვეკიდოთ და მე ჩემი ბიჭების დიდი იმედი მაქვს.

ქუთაისში ჩვენ ჩვენი ქალაქის ღირსებას ვიცავთ, ახლა კი თბილისში ჩვენ საქართველოს წარმოვადგენთ და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.

მამუკა კობახიძე დაღლილობის გამო გამოვცვალეთ, რაც შეეხება ანრი ჭიჭინაძეს, მისი საწინააღმდეგო არაფერი არა მაქვს, უბრალოდ ამ ეტაპზე განაცხადში ვერ ხვდება. მათე ცინცაძე კი დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იყო პასიური, რომ მას მცირე ფეხის ტკივილი აწუხებდა და ის აუცილებლად მოუმატებს.

altლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]

alt"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა ვხუმრობ

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცინცაძე არის კლასნი! ცოტა უფრო აგრესიულად რომ თამაშობდეს კაი იქნება.. ისე ალბანელებს ბევრი მომენტი ქონდათ მარა იღბალა გოლები გაიტანეს 2-ვე... ნუ მხოლოდ ქებას იმსახურებს ტორპედო და ამ ეტაპზე ჩხეტიანიც.
NIKA
10:33 10-08-2018
0
კარგად წაიკითხეთ იმათი მწვრთნელის ინტერვიუ. საჭიროა სიფრთხილე, დაცვა გვყავს დირკა. ბოლოს კონცენტრაცია კი არა ფიზიკურად აღარ შეგვეძლო. იმათ საუკეთესო მცველი დისკვალიფიცირებული იყო.
ჰაჰა
10:45 10-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული