სად ვუყუროთ "ტორპედოს" მატჩს? - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", დიდი ალბათობით, არ აჩვენებს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, "კუკეშისა" და ქუთაისის "ტორპედოს" შეხვედრას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ტელევიზიაში განუცხადეს.

როგორც გვითხრეს, ალბანურ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" არ აჩვენებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sportall.ge ქუთაისის "ტორპედოსაც" დაუკავშირდა და ტრანსლირების საკითხით დაინტერესდა.

კლუბში გვითხრეს, რომ ალბანელები ტრანსლაციას ყიდიან, მყიდველი კი არავინ არაა. 

გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.

ინტერნეტში საყურებელი ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge
მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

alt"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა

altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

altქუთაისის "ტორპედომ" ალბანეთში მეორე ვარჯიში გამართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისყიდოს და აჩვენოს ყველა ის კულტურული თუ სპორტული ღონისძიება, რომელში მონაწილეობაც ხდება ქვეყნის სახელით და რომელიც ემსახურება ქვეყნის პრესტიჟის წარმოჩენას.
2. უკვე მერამდენე ფაქტია, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი "მოლაპარაკებებს აწარმოებს" და საბოლოოდ არ ყიდულობს ტრანსლირების უფლებას. ქართულმა კლუბებმა წელს ევროტურნირებზე 13 მატჩი ჩაატარეს და რამდენი პირდაპირი ეთერი წარმოადგინა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა? იკგივე მოხდა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრების ყველა თამაში არ აჩვენეს.
3. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთოს ოფიციალური განცხადება და აგვიხსნას თუ რატომ ხდება ასეთი შემთხვევები, რა კრიტერიუმებით არჩევენ თუ რომელი რეპორტაჟი შეიძინონ და რა სირთულეებს აწყდებიან მოლაპარაკებების დროს. როგორც სჩანს "მეგობრებს" დაავიწყდათ თავიანთი ფუნქცია და ასე უტიფრად გადაგიწყვეტენ რა გაჩვენონ და რა არა, თან ისე, რომ ოფიციალურ განცხადებასაც არ აკეთებენ ამის შესახებ, არ თვლიან საჭიროდ.
ანესთეზეოლოგი
16:18 15-08-2018
0
აღარ დავაფინასოთ პირველი არხი/////
REZO
15:44 15-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული