მას შემდეგ, რაც "კუკეშის" თბილისში სტუმრობის დრო რამდენიმე ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანურმა კლუბმა ამაში "ტორპედო" დაადანაშაულა. საბოლოოდ, 4-დან 2 ფეხბურთელს ვიზა მისცეს და მათ თბილისურ მატჩში ითამაშეს კიდევაც, თუმცა ალბანური მხარე უკმაყოფილო დარჩა.
ახლა კი "ტორპედოს" ორ ლეგიონერს, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის ალბანურმა მხარემ არ მისცა ვიზა.
ქუთაისის "ტორპედოს" "ფეისბუქგვერდმა" განცხადება გაავრცელა, სადაც "კუკეშის" მხრიდან წარმოჩენილ პრობლემებზე საუბრობს.
"1. ისევ უსაფუძვლო ბრალდებები - ამჯერად უკვე ალბანეთში სტუმრად ჩასული
2. არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე სრული იგნორი...
ამ ყველაფრის შემდეგ "კუკეშისა" და "ტორპედოს" მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფას დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფას დიდ მადლობას ვუხდით", - წერია "ტორპედოს" განცხადებაში.
"კუკეშის" პრეზიდენტი უეფას: დასაჯეთ "ტორპედო"!.. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვატყუა
"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება
"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ
რატომ არ მისცეს "კუკეშის" ფეხბურთელებს ვიზა? - "ტორპედოს" პასუხი
"კუკეშის" 4 ფეხბურთელს ვიზა არ მისცეს, ალბანელები "ტორპედოს" ადანაშაულებენ