"ბორჯომის" 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გუშინ, 14 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბ "ბორჯომის" ფეხბურთელი თედო კაკულია გარდაიცვალა.

არაოფიციალური ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი მოტოციკლით მოძრაობისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

კაკულიას თბილისის "დინამოში," რუსთავის "მეტალურგში," ფოთის "კოლხეთსა" და გორის "დილაში" უთამაშია. ის ასევე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს "ბორჯომის" ფეხბურთელ თედო კაკულიას გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ! ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს რამდენად სწორია ამ ჩვენს გაუმართავ გზებზე მოტოციკლით თუ მოპედებით უკონტროლო მოძრაობა, კიდევ რამდენი მსხვერპლის შემდეგ მიაქცევთ ამ პრობლემას ყურადღებას ?
babaia
23:27 15-08-2018
1
ვუსამზიმრებ ტედოს ოჯახს მის ახლობლებს და კლუბ ბორჯომს
0

სიახლეები პოპულარული