კუკეში VS ტორპედო - პლეი-ოფამდე სულ ცოტა დარჩა

AutoSharing Option
3-ბურთიანი ფორა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შესანიშნავი შანსი - დღეს ქუთაისის "ტორპედო", ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ალბანეთში "კუკეშს" დაუპირისპირდება.

ეროვნული ლიგის ჩემპიონები ალბანეთს დანაკლისით ეწვივნენ. ორ ფეხბურთელს, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის სტუმარმა მხარემ ვიზები არ მისცა.

როგორც ქართული კლუბის დამრიგებელმა კახა ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს "კუკეშის" ბრალი არ არის, რადგან ვიზებს კლუბი არ გასცემს.

altკახა ჩხეტიანი: ვიზებზე პრობლემა შეგვექმნა, მაგრამ "კუკეშს" არ ვადანაშაულებთ, რადგან ვიზებს კლუბი არ გასცემს

altუსაფრთხოება და ვიზები - ქუთაისის "ტორპედოს" ალბანეთში პრობლემები შეექმნა

ქუთაისელები ალბანეთში 13 აგვისტოს ჩაფრინდნენ და მომავალი შეხვედრისთვის 3 დღეა სწორედ იქ ემზადებიან.

ეს ძალიან კარგია, რადგან ფეხბურთელებს ახალ გარემოსთან შეგუება არ გაუჭირდებათ.

საერთოდ, "ტორპედომ" ეს ძალიან კარგი ტენდეცია დანერგა და ალბათ, ყველას გახსოვთ, ქართული გუნდი "შერიფთან" შეხვედრისთვის მოლდოვაშიც რამდენიმე დღით ადრე ჩაფრინდა.

დიდი ალბათობით, "კუკეში" დღეს ქუთაისელებს პირველი წუთებიდანვე მწვავედ შეუტევს, რაზეც მეტოქე გუნდის მწვრთნელმა არმანდო ცუნგუმაც ისაუბრა.

ალბათ, ქართველ ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული ექნებათ. ამ საკითხის შესახებ კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ არცერთი წუთით არ უნდა მოვდუნდეთო.

ბოლო სამ ევროპულ მატჩში "ტორპედომ" 12 გოლი გაიტანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართული კლუბი შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება, თუმცა აქედან ორ მატჩი ფარერების "ვიკინგურთან" იყო, სადაც ქუთაისელებმა 7 გოლი გაიტანეს. ამიტომ ორმაგად დასაფასებელია, რომ "ტორპედომ" შედარებით უფრო ძლიერ მეტოქესთან 5 გოლი გაიტანა.

გუნდს ლეგიონერების ძალა აშკარად დაეტყო. "კუკეშთან" თბილისურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში სულაც 4 უცხოელი ფეხბურთელი გახლდათ, სათადარიგოთა შორის კი ერთი იმყოფებოდა.

რაც შეეხება "კუკეშს", მათ შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ალბანელებს ბოლო 10 მატჩია, გამარჯვება არ უზეიმიათ.

საუბარია როგორც შიდა ჩემპიონატის შეხვედრებზე, ასევე ამხანაგურ მატჩებსა და ევროტურნირებზე. "კუკეშის" რიგებში დიდი არეულობა რომ არის, ამის შესახებ უკვე ვწერდით.

კლუბის ფეხბურთელთა ნაწილი "ტორპედოსთან" მატჩს ელის, რათა გუნდიდან აიბარგოს.

თბილისური შეხვედრის შემდეგ მათმა დამრიგებელმა არმანდო ცუნგუმ სულაც ის აღნიშნა, რომ სათანადო ფეხბურთელები არ მყავსო. ცუნგუს დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბის ლიდერთან, ბრაზილიელ რეჟინალდოსთანაც.



altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

რა თქმა უნდა, ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და როდესაც მეტოქის ბანაკში ასეთი არეულობაა, ჩვენ უფრო მომგებიან პოზიციაში ვიმყოფებით.

საინტერესოა, რომ "კუკეშმა" წელს ევროტურნირებზე ორი საშინაო მატჩი - მალტის "ვალეტასთან" და აზერბაიჯანის "ყარაბახთან" უკვე გამართა, თუმცა გოლი ვერცერთ მათგანში ვერ გაიტანა.

საერთოდაც, ირაკლი ძარიას კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იმიტომ მოხვდა, რომ ალბანეთის ჩემპიონ "შკენდერბიუს" უეფამ ევროტურნირებზე 10-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

შეხვედრას Stadiumi Zeqir Ymeri-ი უმასპინძლებს, რომელზეც 5400 ადამიანი ეტევა. "კუკეშის" ფანები იმუქრებოდნენ, ჯოჯოხეთს მოგიწყობთო და ვნახოთ, როგორი გულშემატკივრობა ექნება ჩვენს მეტოქეს.

აქვე გეტყვით, რომ ალბანელთა ორ ახლად დამატებულ ფეხბურთელს, მაკედონიელ არდიან კუკულისა და გვინეელი ომარ ტურეს, რომელიც იჯარით ტურინის "იუვენტუსიდან" აიყვანეს, შეხვედრაში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ.

მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, ქართულ არხებზე პირდაპირი ტრანსლაცია არ იგეგმება.

გულშემატკივრებს, დიდი ალბათობით, მატჩის ხილვა ისევ ინტერნეტში მოუწევთ, თუმცა, როგორც "ტორპედოში" აღნიშნეს, ალბანელები იმასაც არ ამბობენ, იქნება თუ არა მატჩის საყურებელი ბმული ინტერნეტში.

ბმულის არსებობის შემთხვევაში Sportall.ge მას აუცილებლად შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ წყვილში გამარჯვებული პლეი-ოფში "ზრინსკსა" და "ლუდოგორეცს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

პირველი მატჩი ბულგარელებს 1:0 აქვთ მოგებული, საპასუხო შეხვედრა ბოსნიაში კი დღეს, 22:00 საათზე დაიწყება.

alt"კუკეშში" მორიგი დაპირისპირებაა? - ალბანური პრესა ახალ კონფლიქტზე წერს

altსად ვუყუროთ "ტორპედოს" მატჩს? - "საზოგადოებრივი მაუწყებელი", დიდი ალბათობით, არ აჩვენებს

altნიჭით, შრომით და ბავშვური შეცდომებით "ტორპედო" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპისკენ მიიწევს

მკითხველის კომენტარები / 11 /
დაიხუროს პირველი არხი////
REZO
11:56 16-08-2018
0
ასეთი შანსი კიდევ როდის იქნება ??? ნერვებს არ აყვეთ, პროვოკაციებსაც ელოდეთ...წინ, ''ტორპედო'' !!!!''დინამო'' - ს ქომაგი, მიშა63 !!!!
მიშა63
13:42 16-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული