"კუკეშში" მორიგი დაპირისპირებაა? - ალბანური პრესა ახალ კონფლიქტზე წერს

AutoSharing Option
ალბანური პრესა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "კუკეშის" ბანაკში არსებულ ახალ პრობლემაზე წერს.

Panorama.com.al-ის ინფორმაციით, კლუბის მეკარე სტივ ფრაშერს გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა და "კუკეშის" რიგები დატოვა.

ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ჭორს უწოდებს სპორტული დირექტორი ნდერიმ ნეჩიპი.

მისი თქმით, ეს ჟურნალისტების მოგონილი სისულელეა და ფრაშერს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის გუშინ გუნდს ქალაქ ელბასანში ვერ გაჰყვა.

ნეჩიპმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ძირითადმა მეკარემ მუხლის ტრავმა რამდენიმე კვირის წინ მიიღო და ჯერ კიდევ საეჭვო მისი საქართველოში თამაში იყო, თუმცა ის
მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენეს.

სპორტულ დირექტორს ალბანური პრესა ასევე დაეკითხა იმის შესახებ, თუ რა შანსები აქვს მათ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის.

ნდერიმ ნეჩიპმა აღნიშნა, რომ სწორი თამაშისა და ცოტა გამართლების შემთხვევაში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

"კუკეშის" კარს, წესითა და რიგით, 27 წლის კოსოვოელი კარის დარაჯი ფატონ მალოკუ დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ალბანური პრესა რამდენიმე დღის წინ გუნდის შიდა სამზარეულოში არსებულ რთულ ვითარებაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ "ტორპედოსთან" მატჩის მერე რამდენიმე ფეხბურთელი წავიდოდა.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშისა" და "ტორპედოს" შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

altკუკეში VS ტორპედო - პლეი-ოფამდე სულ ცოტა დარჩა

altრა ხდება "კუკეშში" - პრეზიდენტი "ტორპედოსთან" მოგებას ითხოვს, გუნდში კი პრობლემებია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ყველაფერი ტორპედოს ყურადღების მოდუნებისთვის კეთდება, იმედია ჩვენები ამ სატყუარას არ წამოეგებიან.
გიზოგ
15:55 16-08-2018
1
რუსების პირდაპირი მოსწავლეები არიან.
ასფს
20:33 16-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული