"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამიგონეს თერთმეტმეტრიანი.
zaza
16 აგვისტო 2018 23:02
5
Vai da ui tkvens saits tu kaia
vako
16 აგვისტო 2018 23:20
8
ხო გავიდა და რა აზრი აქ როგორ რომ არ გასულიყო ალბათ ეხლა ვრწმუნდები რომ ბევრს გაუხარდებოდა წინ ბიჭებო.
zurabi
16 აგვისტო 2018 23:12
6
მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამოიგონეს თერთმეტმეტრიანი
zaza
16 აგვისტო 2018 23:05
2
გეთანხმები ძმაო,ტორპედო გავიდა ღირსეულად,სამი გამოგონილი პენალტი დაგვიდეს და მაინც ჩვენ გავედით
გივი
16 აგვისტო 2018 23:14
2
სტატიის ავტორზე ნეგატიური კომენტარი გაგეპარათ და წაშალეთ არავინ ნახოსო???!!!

არადა რამდენმა მოასწრო პოზიტიურად შეფასება :):):):)
sormona
17 აგვისტო 2018 00:17
1
გასვლა ყველა პონტში კარგია, მაგრამ რასაც ვუყურე სულ კუკეში გვიტევდა და რავიცი რავიცი, წინ ტორპედო!
gio mtavari
16 აგვისტო 2018 23:23
12
გამიხარდა მაგრად რომ გავიდა ტორპედო, მაგრამ აი კარგი რა ეს რა თამაში ყო, ასეთი სუსტი კუკშეი თუ ასე გეთამაშება სხვა რას იზამს, თან არ მესმის ავტორისგან რა გინდათ, შეაქოს თუ რა ქნას? დარწმუნებული იმსაც გაუხარდა, მაგრამ ცუდად რომ ითამაშა ხომ ფაქტია? ტორპედოს ვენაცვალე, ისე საზ მაუ რა უნამუსოა აბა დინამო ყოლიფიყო ეგრევე აჩვენებდნენ ტამაშს
ika
17 აგვისტო 2018 00:22
22
ორი ვარიანტი გქონდა სათაურის არჩევისას

ცუდი: ვაი ამნაირ მოგებას
კარგი: უმართლებს ძლიერებს

ცუდი რატომ აარჩიე ავტორო ამას ვერ ვხდები. ან ის რომ ტირპედო აქამდე მივიდა რატომ არ გგონია სიუპრიზად ვერ ვხდები...

დღეს აქ ვართ ამ დონეზე და სანამ ამას არ შევიგნებთ მანამდე არაფერი გვეშველება.
დავაფასოთ ის რაც გვაქვს და სწორი საწყისი წერტილიდან უნდა დავგეგმოთ განვითარება>

საბჭოთა დინამოს ნუღა მივტირივართ მასზე ნუ ვაკეთებს სწორებას და ქართულ ფეხბურთს მივხედოთ
გუშემატკივარი
17 აგვისტო 2018 00:14
2
კომენტატორს უღრმესი მადლობა და ყველას კი ნუ მოუსმენ, რახან ჩართე ბარემ წაიყვანე კიდეც, ისეთი კომენტატორები გვყავს რო , შენ არაპროფესიონალს უფრო უკეთ მიგყავს.../ პირველი არხი გაააუქმეთ !!! ან რავიცი რა მოვიფიქროთ ყველამ ერთად ...
Vasili
16 აგვისტო 2018 23:03
1
მასე გასულიყო ყველა ქართული გუნდი და ვინრას იტყოდა რასქვია ვაი ესეთ გასვლას აპა ის ჯობია კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო სულრო გაიძახით პლიუს გოლი არ ჩაუთვალეს ასპროცენტიანი ტორპედოს პირველი თერთმეტმეტრიანიც შეეძლო არ დაენიშნა როგორც აქ გამიგონეს თერთმეტმეტრიანი.
zaza
16 აგვისტო 2018 23:03
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული