ლევან სალუქვაძე "ტორპედოზე": ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ

AutoSharing Option
რომან ფიფიას ყოფილმა მრჩეველმა და "სილქ სპორტის" კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი-ოფშია გასული, სადაც ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა თბილისში 23 აგვისტოს გაიმართება.

"მართალია, ქუთაისის "ტორპედომ" წააგო 0:2, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა. 5 წელია ასეთი რამე არ მომხდარა და თითზეა ჩამოსათვლელი, როდესაც ქართული კლუბები პლეი-ოფში გადიან.

ვენაცვალე ქუთაისის "ტორპედოს". ალბანეთის თამაშზე არ ვსაუბრობ. ეს არის 2-რაუნდიანი დაპირისპირება, საუბრები იმაზე,
რომ რატომ დამარცხდით, მსაჯმა შეცდომები დაუშვა... გავიდნენ და მორჩა.

"ფენიორდთან" რომ გავედით 1981 წელს, მსაჯმა რამდენი პენალტი არ მოგვცა და თამაშგარე, ეგ სულ აღარ მაინტერესებდა.

გავიდა ეს "ტორპედო" და დავანებოთ ამ ისტერიკებს თავი. ვიცი, რაოდენ რთულია ალბანეთში თამაში. შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, ამას ვერ გავიგებთ, რადგან იქ არ ვყოფილვართ.

მერე რა, რომ 0:2 წააგეს?! გავიდნენ და მორჩა... ყოჩაღ "ტორპედოს".

რატომ ვამბობ "ყოჩაღ" - ავხსნი ამას. იმიტომ კი არ ვიძახი, რომ გუნდმა ალბანეთისა და ფარერების კლუბებს მოუგო; იმიტომ ყოჩაღ, რომ ის სკეპტიკოსები გააჩუმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართული გუნდები ევროთასებზე ვერაფერს იზამდნენ.

ყოველთვის მომყავდა ბატე-ს მაგალითი. ჩადით, ხალხო, ნახეთ და რა არის ბორისოვო. 40-ადგილიანი სასტუმრო აქვთ და 40 კაცზე მეტი რომ ჩადის, სხვა ქალაქში უშვებენ. სტადიონზე დღისით ბაზრობაა, ღამე ფეხბურთს თამაშობენ.

ამაზე საუბარი არ მომბეზრდება. 7 კაცი მუშაობდა გუნდში და ევროტურნირებზე მაინც გადიოდა.

სწორი მუშაობა თუ არის, ყველაფერი გამოვა. კი ჩააგდო ჩემპიონატი, მაგრამ თქვე კაი ხალხო, ჩემპიონატი ჩააგდო "ლესტერმა" და "ტოტენჰემმაც", რომლებიც ორ ფრონტზე იბრძოდნენ.

ძალიან გთხოვთ, ახლა არ დაიწყოთ, რომ "ლუდოგორეცთან" გინდა თუ არა, უნდა გავიდეთ, რადგან ის ასეთი კლუბი არ არის.

ბულგარელები "კუკეშსაც" ჯობნიან, იმ ფარერების კლუბსაც და თუ არ გეწყინებათ, იმ "შერიფსაც", ვინც "ტორპედო" გააგდო. ქუთაისელების შანსები უფრო მცირეა, მაგრამ რა შანსებიც არის, ის უნდა გამოვიყენოთ.

"ტორპედო" თავის თავს უნდა გადაახტეს, გულშემატკივარი მოვიდეს, გაგვიმართლოს, მსაჯმა არ დაგვჩაგროს... ბევრი რამე უნდა მოხდეს, რომ გავიდეს... ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ.

რა არის ახლა კარგი და აღსანიშნავი იმაში, რომ აქამდე მოვედით. სხვა გუნდები, რომლებიც წლებია ვარდებიან, გამოდიან და ამბობენ, რომ იმას ბიუჯეტი აქვს უფრო მეტი, იმას ის და იმას ის. თუ სწორად იმუშავებ და ყველაფერს სწორად დაგეგმავ, ყველაფერი გამოვა.

3 დღით ადრე რომ ჩადის "ტორპედო" გასვლით შეხვედრებზე, თქვენ გგონიათ, ეს პატარა ამბავია?! ზედმეტი ხარჯია, მაგრამ ამას შედეგისთვის აკეთებენ. მუშაობს ხალხი და ეს პატარა ნიუანსები საქმეს ადგება.

ძალიან მომეწონა, რომ გასვლაზე ვიზების გამო "ტორპედომ" "კუკეში" არ გაამტყუნა და აღნიშნა, რომ ეს მათი ბრალი არ არისო. ბრავო როინ კვასხაძეს, რომელმაც ამ სწორი და კარგი მუშაობის წყალობით ბოლოს 3 ბურთი "გამოაძრო".

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

მორჩა, აგერ არის თამასა აწეული. ის მითი, რომ ყაზახური, ალბანური და ბალტიისპირული გუნდები დაუძლეველ ბარიერად რომ წარმოგვიდგა - არ არის ასე, ყველასთან შეიძლება თამაში.

"მალმიოს" მოუგო აგერ "ვიდეოტონმა" და ლუქსემბურგის კლუბმა ვარშავის "ლეგია" დაამარცხა.

ჩვენ რომ შეგვხვედროდა "ლეგია", ვიღაცა იტყოდა, გრანდების გრანდი შეგვხვდაო. აგერ, წავიდა "დუდელანჟი" და გამოაგდო.

კიდევ ერთხელ ვულოცავ "ტორპედოს", ჩვენი ჩემპიონი შერცხვენილი არ არის და "ლუდოგორეცთან" დიდი ბრძოლა ელის.

დარწმუნებული ვარ, ხალხი მივა, რადგან გორის "დილაც" ამ სტადიაზე იყო და სტადიონი გაივსო.

ძლივს შეიძლება ისე მოხდეს, "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრები დასხდნენ და ერთმანეთთან კონფლიქტი არ მოუვიდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.


altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

altქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში მომდევნო ორი ტურის მატჩები გადაუდეს

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

მკითხველის კომენტარები / 22 /
თითეულ სიტყვაში ვეთანხმები ამ კაცს გაუმარჯოს ღმერთმა ასეთი სიმართლე კაი ხანია არ თქმულა,ლუდოგორცს მარცხენა მცველი ყავს მთელი ტორპედოს ღირებულების 10 ჯერ მეტი ბიუჯეტი აქ და უტოპია იქნება მოვთხოვოთ გინდა თუარა გააგდოს ,,,პირიქით რაც ნაკლები ზეწოლა ქენება ტორპედოს ფეხბურთელებს მით მეტი შანსი გვაქ
qutaiseli
20 აგვისტო 2018 13:03
0
მგონი სწორედ მსჯელობს. 1) ქუთაისი გავიდა 2) ლუდოგორეცი ყველაზე ძლიერია ვინც ამ ბოლო 2 წელიწადში შეგვხვედრია 3) თუ გამოვარდნენ არ უნდა ვაგინოთ. როგორც სხვა სახეობებშია, შემდეგ წელს მოვთხოვოთ წინსვლა.
არასწორი მგონია იმის არ არაღნიშვნა რომ გუნდი პანიკაში კინაღამ ჩავარდა 2-0 ზე. ჩხეტიანმა ამას შოკი უწოდა. ამას ხაზს ვუსვამ იმისთვის რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა, ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და ეს გაკვეთილი უნდა გამოგვადგეს ლუდოგორეცთან.
ჰაჰა
20 აგვისტო 2018 12:57
0
მიდით ბიჭებო გაგვაცარეთ, მე კივდივარ სტადიონზე ტოროედოს საბალეშიკოდ და როგირც დინამოს უბალეშიკებდი ისე ვუქომაგებ ტოროედოს, ხალხი უნდა კოვიდეს გაიცლვსოს სტადიონი ბიჭებმა კიდე უნდა გაითავისონ, რომ დადაკარგი არაფერია წნეხი უნდა ჩაიხსნას და ჯიგარს რო დადებენ მაგაშI დარწკუნებული ვარ, თბილისლებო და არამარტო თბილისლებო მოდით სტადიონზე ქართველები ვართ და ქუთაისი იქნება თუ ჭიათურა ჩვენი ვალია გვერდში დაუდგეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ქართველები ვართ!!! წარმატებები ტოროედო ქუთისს
tbiliseli
20 აგვისტო 2018 15:17
0
ბრავო ლევან !! ღმერთმა ქნას გავიდეს ტორპედო ეს იქნება უდიდესი სიხარული, და მჯერა ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ გასასვლელად.
zugdideli
20 აგვისტო 2018 13:47
0
ძლივს ნორმალური კომენტარი.
უნდა ითამაშონ რაც შეუძლიათ.
პროგრამა მიმიმუმია არლბა აქ არ წავაგოთ.


მთვარი ის არის რომ დინამოს და ტოპედოს გულშემატკივრები ერთად დაჯდნენ და უგულემატკივრონ გუნდს.
გუშლემატკივარი
20 აგვისტო 2018 13:28
0
მშვენიერი სტატია და განსაკუთრებით დასაფასებელია ეს ლევანისაგან,დინამოს ყოფილი ფუნქციონერისაგან.ამას სალუქვაძისათვის კენჭის სასროლად კი არ ვამბობ,პირიქით,ძოგიერთი ფანისაგან განსხვავებით ,ის ზოგად ქართული ინტერესებიდან გამოდის.საყვედური,დინამოში რა გააკეთეო,სრულიად უადგილოოდ მიმაჩნია,არც ერთ ჩვენგანს არაფერი არ გაგვიკეთებია ალბათ ჩვენი კლუბებისათვის,გულშემატკივრობის გარდა და ამიტომ ხმა არ უნდა ამოვიღოთ?კაცმა სცადა,და რაც გამოუვიდა,კარგი იყო თუ ცუდი,ეგ არის.ყოველ შემთხვევაში ქართულ ფეხბურთზე გული რომ შესტკივა,ნაღდია.ტორპედო და ყველა სხვა გუნდიც,უცხოეთში თამაშისას,საქართველოს სახეა და სადაურობას მნიშვნელობა არა აქვს,ყველა მის გვერდით უნდა დავდგეთსაჭირო დროს ერთად დგომა რომ შეგვიძლია,ეს კი ქუთაისელმა ფანებმა დაგვიმტკიცეს ,თბილისში,დინამოსთან თამაშის დროს.ასე რომ ყველამ ერთად მეგობრებო და იქნებ რაგბისი არ იყოს,ფეხურთიც კვლავ ჩვენი თამაში გახდეს.ამას ფიგურალურად ვამბობ,იმიტომ,რომ ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ჩვენი თამაშია,უბრალოდ ჩავარდნა გვქონდა ხანგრძლივი,მაგრამ სწორი მუშაობის შემთხვევაში,საქმის გამოსწორება შეუძლებელი არ იქნება.ლუდოგორეცი ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია ჩვენთვის,ასევე ვფიქრობდიით წინა მეტოქეზეც,მაგრამ გადავლახეთ,ისევე,როგორც ბეითარი ჩიხურამ.ასე რომ მივიდეთ და მხარი დავუჭიროთ,ხოლო თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და მაინც არაფერი გამოუვათ(ღმართმა ნუ ქნას)მაშინ პატივი მივაგოთ თავდადებას,რამეთუ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
სოსო
20 აგვისტო 2018 17:05
2
მოლდავეთის გუნდმა გამოგაგდო, ალბანეთმა რამის 5:2 შემოგიტრიალა და რა არის აქ სასიხარულო? ფარერებს რო მოვუგეთ
mamuka
20 აგვისტო 2018 15:29
32
მამუკა დღეს ინტერნეტი ყველგან არის მისაწვდომელი, შე მამაცხონებულო უყურე თამაშს რა პენალტები დადვა მსაჯმა და როგორი ორი გოლი არ ჩათვალა, შენ კუხნაში უნდა იჯდე და კარტოფილს თლიდე დილიდან საღამომდე, რა გინდა ფეხბურთის საქმეს რომ არჩევ
giga kobuladze
20 აგვისტო 2018 17:01
2
ჯერ თამაშს უყურე როგორ მოგვოგეს 2:0 და მერე გააკეთე კომენტარი ! სიტყვებს რომ ისვრი უაზროდ
აიტ
20 აგვისტო 2018 16:38
1
ყველა გამოხმაურება
stored ki msjelobs mometona, magram marto lakboba...es kazi ar mushaobda dinamo tbilishi? rame magis mushaobam shedegi gamoigo))) ase rom aseti fexburtis mzodneebi bevri gvkavs sakartveloshi, sakmis gamketebeli da profesionali zalian zota))))
qomagi
20 აგვისტო 2018 14:22
6
ეს როგორ გაჭკვიანებულა!?)
მხოლოდ ბათუმი, მხოლოდ დინამო
20 აგვისტო 2018 15:10
5
გლეხს რო ქილა ერბო მიაქვს, გავყიდია და ამას ვიყიდი, ამას გავყიდი იმას ვიყიდი რო აგრძელებს, და ... რა ფინალიც აქვს ამ იგავს, ისე არ მოგივიდეთ ნამეტანი ოცნებებში ასვლილსას. ამ ნამეტანს მოყვება მწარე ზღართანი და ის ჩვეული გინებაც.
g.g.
20 აგვისტო 2018 15:32
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული