გაირკვა არხი, რომელიც ტორპედო-ლუდოგორეცის მატჩს აჩვენებს

AutoSharing Option
23 აგვისტოს, 20:00 საათზე, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში რაზგრადის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

სულ ცოტა ხნის წინ გაირკვა არხი, რომელზედაც შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. პლეი-ოფის შეხვედრას "სილქ უნივერსალი" აჩვენებს.

შეხვედრას ლუკა ხოჯავა და გიორგი პავლიაშვილი წარუძღვებიან. ტრანსლაცია 19:50 საათზე დაიწყება. როგორც არხზე აღნიშნავენ, ისინი მუშაობენ განმეორებითი მატჩის ტრანსლაციის უფლების მოპოვებაზეც.

მატჩი თბილისში, "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება და ბილეთების გაყიდვა TKT.GE-ზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა", სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ შესაძლოა, თამაშის ტრანსლაცია "პირველ არხზე" არ ყოფილიყო.

alt"პირველი არხი"

"ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

მკითხველის კომენტარები / 17 /
და პირველი არხი რას აკეთებს ამ დროს რას უყუროს მოსახლეობამ ???? თბილისის გუნდი რომ იყოს უკანალში ენას ამოუსობდით და ჩხუბი გექნებოდათ ჩვენებაზე. პრინციფში ნეხვი მართველობაა დამნაშავე.
კახი
23:55 21-08-2018
3
1-მა არხმა რამოდენიმეჯერ გააკეთა განცხადება "ტორპედოს" თამაშების ტელეტრანლირებასთან დაკავშირებით. იქნებ კიდევ ერთხელ გაეცნოთ მიზეზს, რის გამოც 1 არხს არა აქვს უფლება აწარმოოს ამ თამაშის ტრანსლაცია. ეგრევე რომ ლანძღვა-გინებაზე გადადიხართ!! აქ უპირველესი "დამნაშავე" გუნდის შეფობაა, რომელმაც გადაწყვეტა ტრანსლირების უფლებების კომერციული მიზნით გამოყენება და ამ უფლებების მიყიდვა შუამავალი ფირმებისთვის, მაშიმ როცა 1 არხს უფასოდ შეეძლო მატჩის ტრანსლირება. ტვინიც კუნთია და მასაც ვარჯიში უხდება.
ნატალი
11:44 22-08-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული