"ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" პირველი ტაიმი 0:1 წააგო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ტორპედოსა" და "ლუდოგორეცს" შორის 0:1 დასრულდა.

ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.

მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო" პირველ ნომრად თამაშობდა, უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.

პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.

თამაშის
ტემპს კი ბულგარელები აგდებდნენ და თამაში მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. ეს იყო მათი მწვრთნელის აუტორის გეგმა, რომელიც მხოლოდ შედეგზე იყო გათვლილი და არა ლამაზად თამაშზე.

ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.


თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1

ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე, ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი, ქიმაძე

ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო, დიაკოვი, მარსელინიო, ვანდერსონი, კესერუ, ვურა
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგ გუნდში ვინმეს ფეხბურთზე უვლია?
sfsgf
23 აგვისტო 2018 21:50
0
ვინმემ ლაივ სტრიმი გაჩითეთ არ ვარ საქართველოში
strimi
23 აგვისტო 2018 20:57
0
სამი მომენტი შეგვიქმნეს და ერთი გაგვიტანეს. ჩვენების მომენტი ან კარში დარტყმა არ მახსოვს. ქიმაძეს რა სჭირს? თითქოს ტრიპაჩით თამაშობს.
ჰაჰა
23 აგვისტო 2018 20:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული