ამ მატჩს მოუთმენლად ელოდა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი და უნდა რეალურად დაენახვებინა ყველასთვის, რისი უნარი გააჩნია "ტორპედოს" და რამდენად საფუძვლიანია მისი ამბიციები.
სტუმართა გუნდის მწვრთნელის პაულო აუტუორის გეგმა შედეგზე ორიენტირებული და არა ლამაზად თამაში იყო, მეორე ნომრად ათამაშა თავისი გუნდი და მიზანსაც მიაღწია.
მასპინძლებმა თავიდანვე შუტიეს, მაგრამ სტუმებმა ორჯერ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს. "ტორპედო", უტევდა, თუმცა "ლუდოგორეცი" თავს პრესინგის გარეშე უნარიანად იცავდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა.
პირველად კარში ბურთი მე-15 წუთზე ვურამ დაარტყა, რომელსაც ცენტრალურმა მცველმა ხელი ვერ შეუშალა და მოწოდების სიმაღლეზე იყო კვასხვაძე.
თამაშის ტემპს კი ბულგარელები აგდებდნენ და თამაში მათთვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ კი ვანდერსონი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა ქუთაისელთა საჯარიმოში და ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმპში თამაშის ტემპი კიდევ უფრო დაეცა, რაც რაზდრადელებს აძლევდა ხელს. 65-ე წუთზე ვანდერსონი მარცხენა ფლანგიდან გაიჭრა კვასხაძესთან პირისპირ და ქუთაისელთა მეკარემ გადაარჩინა თავისი გუნდი.
"ტორპედოს" იერიშები ერთფეროვანი და უხიფათო იყო და შედეგად მატჩი 0:1 დასრულდა.
ისე, ბულგარულმა სპორტულმა გამოცემებმა სწორედ ეს ანგარიში იწინასწარმეტყველეს.
თბილისი. "მიხეილ მესხი".
ტორპედო - ლუდოგორეცი 0:1
გოლი: 0:1 ვანდერსონი (45+2)
ტორპედო: კვასხვაძე, გეგეჭკორი, კობახიძე, აზაცკი, მარინი, კუხიანიძე (კუტალია 85), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61), ქიმაძე (დაფე 70)
ლუდოგორეცი: ბრაუნი, ნათანიელი, ნედიალკოვი, მოტი, სისინიო, კამპანიარო (გორალსკი 66), დიაკოვი, მარსელინიო (ტერზიევი 90+6)), ვანდერსონი, კესერუ (ლუკოკუ 82), ვურალი
ბულგარული მედია იმედიანადაა და "ტორპედო"-"ლუდოგორეცის" პროგნოზს აქვეყნებს
ლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება
კახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი