კახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

AutoSharing Option
23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლე-იოფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- ერთ რაღაცას ვიტყვი: მადლობელი ვარ ფეხბურთელების, შეხვედრა ჩვენი შეტევებით დაიწყო და შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ამას მოყვა გოლი, რის შედეგადაც განვიცადეთ ამ მატჩში მარცხი.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება და ვეცდებით რაზგრადში გოლი გავიტანოთ.

ბევრი ამბობს,
რომ მეტოქე არაფერი გუნდი არ არის, თუმცა ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემმა ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს და ისინი ამდაგვარად წარმოაჩინეს.

მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია, რომ გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. კიდევ ორი შეცვლა რომ მქონოდა, ფეხბურთელებს ალბათ შევცვლიდი (იცინის).

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ თბილისში არაფერი დასრულებულა და მეტი შეგვიძლია.

გუნდს ყველა მხვრივ მოსამატებელი აქვს და გასაძლიერებელი ვართ. შემდეგ შეხვედრამდე მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამაზე.

მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა. წინ საპასუხო მატჩია...

დიდი მადლობა მინდა გადავიხადო გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება

მკითხველის კომენტარები / 20 /
Es aris korumpirebuli roja fuls txovs dublebis bavsjvebis mshoblebs ziritadahi satamashod dedas agineben fexburtelebi amis ar jerat bichebs da rogor itamasheben ? Motivacias rogor micems kaci roca gundi gaginebs da ician rom ful stxov momaval taobas .
5gio
00:54 30-08-2018
0
გაცერდი ბიჭო გაცერდი. ვისი ბიჭი ხარ შენ, მარტო არ წახვიდე ბიძი ბულგარეთში უფროსი გაიყოლე ვინმე საკარელო.
საბა
20:41 24-08-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული