კახა ჩხეტიანი: ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი

AutoSharing Option
23 აგვისტოს ევროპა ლიგის პლე-იოფის პირველ მატჩში ქუთაისის "ტორპედო" რაზგრადის "ლუდოგორეცთან" 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

- ერთ რაღაცას ვიტყვი: მადლობელი ვარ ფეხბურთელების, შეხვედრა ჩვენი შეტევებით დაიწყო და შეიძლება ყველაფერი სხვანაირად წასულიყო. პირველი ტაიმის ბოლოს კონცენტრაცია დავკარგეთ და ამას მოყვა გოლი, რის შედეგადაც განვიცადეთ ამ მატჩში მარცხი.

ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბულგარეთში გაირკვევა ყველაფერი, ბოლომდე ვიბრძოლებთ. წაგება არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დამთავრდა, ფსიქოლოგიურად ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება და ვეცდებით რაზგრადში გოლი გავიტანოთ.

ბევრი ამბობს,
რომ მეტოქე არაფერი გუნდი არ არის, თუმცა ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩემმა ბიჭებმა კარგი თამაში აჩვენეს და ისინი ამდაგვარად წარმოაჩინეს.

მოსამზადებელი პერიოდი ორი კვირაც არ გვქონია, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავით. ჩვენ თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია, რომ გუნდი მეორე ტაიმში დაიღალა. კიდევ ორი შეცვლა რომ მქონოდა, ფეხბურთელებს ალბათ შევცვლიდი (იცინის).

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ, რომ თბილისში არაფერი დასრულებულა და მეტი შეგვიძლია.

გუნდს ყველა მხვრივ მოსამატებელი აქვს და გასაძლიერებელი ვართ. შემდეგ შეხვედრამდე მაქსიმალურად ვიმუშავებთ ამაზე.

მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელების მოქმედებით კმაყოფილი ვარ და მინდა მადლობა ვუთხრა. წინ საპასუხო მატჩია...

დიდი მადლობა მინდა გადავიხადო გულშემატკივარს, რომ მოვიდა და მხარი დაგვიჭირა.

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

altლუდოგორეცის თავკაცი: კვასხვაძემ არ მოგვცა მეტი გოლის გატანის საშუალება

მკითხველის კომენტარები / 20 /
რამოგეწონა კაცს ვერატყუებდნენ კარში 2 ჯერ დაარტყეს ეგეც მეკარემ გააქვავა და ეგ თამაში მოგეწონა??? და თავდამსხმელი როგორ ვერ მოიყვანეთ ლაჩნი აზრზე არაა კაპანაძე დაბალია და საჰაერო ორთაბრძოლებში შანსი არააქვს შემდეგზე რაც შეილება შემტევი კამანდა უნდა დააყეოს მე მაგალითად ასე დავაყენებდი - შუა მცველები {3} ხურცილავა კობახიძე აზაცკი მარცხნივ ქიმაძე მარჯვნივ გეგეჭკორი {ოღონდ წინ როიყვნენ} მაგათ წინ მარცხნივ დაფე მარჯვნივ დოლიძე საყრდენი ცინცაძე მაგათ წინ კუხიანიძე კაპანაძე და თავდასხმაში ლაჩნი ან გლეოფილო დააყენოს იქნებ რამე ქნას ესენი ვერაფერს შვებიან და
და
23 აგვისტო 2018 23:46
8
რა გაირკვევა ბულგარეთში? შეიგნეთ ხალხიან მწვრთნელიანად, აქედან საშუალო ევროპულ დონემდე დიდი უფსკრულია. არ შეიძლებოდა დაშლილი კუკეშის და ფარერელების დამარცხებით ილუზიების შექმნა. მერე რა 2 ბურთით წავაგეთ, მთავარი შედეგიაო. შედეგი როგორ იყო მთავარი, ხომ გამოჩნდა შესაძლებლობები? აჰა შედეგი და ნიშნისმოგებით არ ვამბობ, უბრალოდ ხომ არ შეიძლება ხალხი ასე ბეყერა ვიყოთ სულ 90-იანებიდან მოყოლებული?
Levani
24 აგვისტო 2018 12:56
2
გაცერდი ბიჭო გაცერდი. ვისი ბიჭი ხარ შენ, მარტო არ წახვიდე ბიძი ბულგარეთში უფროსი გაიყოლე ვინმე საკარელო.
საბა
24 აგვისტო 2018 20:41
3
ეს ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო ტიპებმა მომენტი ვერ შექმნეს და ამ ტრენერს ალბათ მოაწევინეს რამე პრესკოფერენციის წინ კიდე რო იმუქრება,.... გასვლაზე სავარაუდოდ 3 ბურთით წავაგებთ მეტით თუ არა
გიორგი86
24 აგვისტო 2018 14:05
6
ზენიტი არ მყავდე რა :D კაცნაკლულმა 3 გოლი რო გაიტანა თუ 4 და 0-4დან გავიდა :D
ნოდო
24 აგვისტო 2018 09:56
2
მოკლეთ, მაინც არ მითბენს გული ჩხეტიანის ნათქვამზე"თამაშებში გვიწევდა ფორმაში შესვლაო"ფორმაში თუ არ არის ფეხბურთელი მოედნის შუა გულში უნდა იდგეს და არაფერი არ უმდა გააკეთოს???კარგი, ფორმაში არ არის. მონდომება, ბოლომდე ბრძოლა,ვაშკაცობა სად არის??
chabuka
24 აგვისტო 2018 11:30
1
Es aris korumpirebuli roja fuls txovs dublebis bavsjvebis mshoblebs ziritadahi satamashod dedas agineben fexburtelebi amis ar jerat bichebs da rogor itamasheben ? Motivacias rogor micems kaci roca gundi gaginebs da ician rom ful stxov momaval taobas .
5gio
30 აგვისტო 2018 00:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული