წინ მატჩ-რევანშია - რას წერენ და ამბობენ ბულგარელები "ტორპედო" - "ლუდოგორეცის" თამაშზე?

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში "ლუდოგორეცის" მიერ "ტორპედოს" დამარცხება ბულგარელებმა შეაფასეს. გთავაზობთ მატჩის რეცენზიებიდან რამოდენიმე ამონარიდს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გამონათქვამს.

"პირველ შეხვედრაში "ტორპედოს" 1:0 ვძლიეთ, მატჩ-რევანში ხუთშაბათს რაზგრადშია. გოლი ვანდერსონმა მარსელინიოს ჩინებული დრიბლინგის შემდეგ გაიტანა. "ლუდოგორეცი" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, მაგრამ ხანდახან აუტორის ბიჭებს მეტოქე აგრესიული თამაშით უშლიდა ხელს.

კარგად მოქმედებდნენ ჩვენი ცენტრალური მცველები ანტონ ნედლიაკოვი და კოზმინ მოცი, რომლებიც მეტოქეს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ", - აღნიშნავს ბულგარული კლუბის საიტი.

"საუკეთესოდ არ გვითამაშია, მე ამას უფრო ნორმალურს
დავარქმევდი, მაგრამ მთავარია მოვიგეთ. კომპაქტურად ვმოქმედებდით და თავს კარგად ვიცავდით. საჭირო დროს გავიტანეთ გოლი. სტუმრად თამაშისას სიმშვიდის შენარჩუნებაა აუცილებელი. 2-3 საგოლე მომენტი გვქონდა.

რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო მეტად გაგვემწვავებინა თამაში. ვფიქრობ, საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. მოგებამ თვითდაჯერებული გაგვხადა. ჩვენ ფავორიტები ვართ. 1:0 დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

"ტორპედო" უხეში გუნდია. ფლანგებიდან ცდილობდა შეტევებს, თუმცა არაფერი არ გამოუვიდა. მეტოქემ ვერაფრით ვერ გაგვაკვირვა", - განუცხადა "ლუდოგორეცის" მცველმა ნედლიაკოვმა "გონგს".

"ჩვენი გუნდის კონცენტრაცის დეფიციტმა და შეცდომებმა ქუთაისელებს რევანშის შანსი დაუტოვა. ამ ორთაბრძოლაში გამარჯვებული ხომ 3-მილიონევროიან ბონუსს მიიღებს. არადა, "ლუდოგორეცი" აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.

"ლუდოგორეცმა" პირველ ტაიმში მოპოვებული მინიმალური უპირატესობა დიდი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნა. თუმცა, ჩვენი გუნდი არ იყო დამაჯერებელი", - დაწერა "გონგის" ჟურნალისტმა სვეტოსლავ ტაბაკოვმა თბილისური მატჩის მიმოხილვაში.

"ლუდოგორეცმა" "ტორპედო" დაამარცხა და ძალიან ახლოსაა საბოლოო გამარჯვებასთან. უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გაგვემარჯვა, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. კარგი მატჩი იყო, თუმცა ბოლოსკენ ტემპი დაეცა", - წერს "გოლი".

alt "ტორპედო" "ლუდოგორეცს" ვერ მოერია - მეტოქე სამშობლოში გამარჯვებული ბრუნდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლუდოგორეცმა ნორმალურად ითამაშაო,ასე აფასებენ ბულგარელები თავისი გუნდის თამაშს,მაგრამ ვერც ჩვენ ვიტყვით,რომ ტორპედომ კარგად ითამაშა,უფრო პირიქით.ნაპერწკალი არ იყო მათ თამაშში.რა თქმა უნდა ლუდოგორეცს კარგი თამაშის პირობებში გაცილებით მეტი შეუძლიათ,მაგრამ ტორპედოს თამაშიც ხომ გვინახავს და შეტევაში გაცილებით მწვავე თამაშიც გვინახავს.თუ შევძელით და პირველი გოლი გავიტანეთ,მეტოქე ანერვიულდება და შანსები გაცილებით მეტი გვექნება.თბილისში, ტორპედომ ფლანგებიდან შეტევაზე გააკეთა აქცენტი,მაგრამ ძალიან დაბალი ტემპის გამო ამას შედეგი ვერ მოჰქონდა,თითქმის გამორიცხული იყო დრიბლინგით საჯარინოში შესვლის მცდელობები,ცენტრალური ზონიდან შეყოლებაზე პასებიც არ კეთდებოდა.ერთი სიტყვით ტორპედოელები ენერგიას უფრთხილდებოდნენ და ბოლოს მაინც დაიღალნენ,ბოლო 15 წუთი ისეთი ელემენტარული შეცდომები მოსდიოდათ,იმდენჯერ გაეჭიმათ კუნთები,რომ ეს აშკარა იყო.არ ვიცი,რამდენად შესაძლებელია ერთ კვირაში ფიზიკური მომზადების ამოქაჩვა,მაგრამ ამ მომზადებით საქართველოს ჩემპიონატშიც კი გაუჭირდებათ ზოგიერთი კლუბის წინააღმდეგ თამაში.თბილისში ტორპედომ დასაწყისშივე გაიტანა გოლი,მაგრამ სამწუხაროდ არ ჩაგვითვალეს.ეს გოლი რომ ჩათვლილიყო.სულ სხვა თამაში და ფსიქოლოგია იქნებოდა.ასევე იქნება ბულგარეთშიც,მაგრამ იქ ორი გოლი გვჭირდება.
სოსო
09:55 24-08-2018
0
მატჩ-რევანში არა კვახი,არ გინდათ ასეთი უსაფუძვლო ილუზიები.აქ რა გააკეთა ტორპედომ და იქ ხომ საერთოდ ჩაისვრიან.
status quo
13:15 24-08-2018
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული